08/11/2023
📣 “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო ორგანიზციებისთვის, პროექტში “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” მონაწილეობისთვის, რომელიც ხორციელდება პროგრამის ფარგლებში.
🎯 პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის, კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. ის ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას.
🚀 ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ან/და შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც შეძლებენ მოიპოვონ საერთაშორისო დაფინანსება იდეების განხორცილებისთვის.
📌 პროექტის ამოცანაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.
📝 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 26 ნოემბრამბრის ჩათვლით, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://forms.gle/YLMeoUTVaVFdFGmEA
✅ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგ კურსს, სადაც დეტალურად შეისწავლიან ჯუნიორ ეჩივმენტის “სოციალური მეწარმეობის” პროგრამის სწავლების მეთოდიკას, ტექნიკასა და თავისებურებებს, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ, საკუთარ სასწავლო დაწესებულებებში, პროექტის მონაწილე 17-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს მიაწვდიან აღნიშნულ სასწავლო მასალას.
⁉️ 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც განიხილება პროექტის, „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ დეტალები და მისი განხორციელების ეტაპები. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დასვას კითხვები და ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღოს ამომწურავი პასუხები - https://us02web.zoom.us/j/83663292882?pwd=c2xTOWVISlFFaUk4UTltTkJ1U3d6UT09
🌐 პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://jag.ge/index.php?page=projects_single&id=19
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ +995 558 56 55 99
📧 [email protected]