Teamtwo Structural Engineering Department

Teamtwo Structural Engineering Department teamtwo არის არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების ჯგუფი.

ს ი ა ხ ლ ე ❗️❗️❗️ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენმა საპროექტო გუნდმა არაერთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ...
04/05/2021

ს ი ა ხ ლ ე ❗️❗️❗️

ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენმა საპროექტო გუნდმა არაერთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კონსტრუქტორი გააერთიანა და წარმატებით შეასრულა 200-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის და მოცულობის კონსტრუქციული პროექტი.

ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშენებლო პროექტის მაღალი დეტალიზაციით დამუშავებას, პროექტირების პროცესში დამკვეთთან ხშირ კომინუკაციას და არქიტექტორული იდეის სრულფასოვან განხორციელებას - არქიტექტურა შეუძლებელია კონსტრუქციის გარეშე, კონსტრუქცია ყოველთვის არქიტექტურის ნაწილია.

სწორედ ამ მიდგომის გამო ჩვენ, კომპანია სახელოსნო #4 ვაფართოებთ შესაძლებლობის არეალს, ვწყვეტთ ფუნქციონირებას როგორც ცალკეული ორგანიზაცია და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობით ვიწყებთ ახალ სიცოცხლეს არქიტექტრურულ-საინჟინრო კომპანია Teamtwo-სთან ერთად.

მოხარულები ვართ გავიზიაროთ teamtwo-ს ქართულ და ამერიკულ ბაზრებზე მიღებული გამოცდილება და სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანებით დამკვეთებს შევთავაზოთ პროექტირების სრული სპექტრი.

🏗 შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობის დროს, სტრუქტურული დიზაინის მიმართ შესაძლოა რამდენიმე ტიპის დამოკიდებულება არ...
30/07/2020

🏗 შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობის დროს, სტრუქტურული დიზაინის მიმართ შესაძლოა რამდენიმე ტიპის დამოკიდებულება არსებობდეს.
ეს დამოკიდებულება პროექტირების საწყის ეტაპზევე ირჩევა იმის მიხედვით, თუ როგორი თავისებურებები და მოთხოვნები აქვს ამა თუ იმ ნაგებობას.

📐 Structure accepted მიდგომის დროს სტრუქტურული ელემენტებს იშვიათად გააჩნიათ ესთეტიური დატვირთვა, განსხვავებით Structure symbolized-ისგან. ასეთი მიდგომისას სტრუქტურული ელემენტი განხილულია არამხოლოდ მისი უმთავრესი ფუნქციის მიხედვით, არამედ როგორც ვიზუალური დატვირთვის მატარებელი ელემენტი.

✏📏 ბერლინის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა Neue National Gallery ამ მიდგომითაა აგებული.

მას მკაფიო და რადიკალური იდეის მატარებელი მინიმალისტური, მაგრამ დეტალიზებული სტრუქტურა აქვს. ამ შენობამ 1968 წლიდან სრულად შეცვალა საგამოფენო დარბაზების მშენებლობის ტრადიციული მიდგომა და ღია, მოქნილ სივრცეები დაამკვიდრა. შენობა 64,8 მ სიგრძისაა, თითოეულ მხარეს მხოლოდ 2 ფოლადის სვეტი აქვს, რომლებიც მას მსუბუქ შესახედაობას აძლევს.

👉 სტატია სრულად ნახეთ აქ https://bit.ly/ArticleSN4
👉 ჩვენი სერვისები https://bit.ly/SN4Services

-
🏗 When working on the architectural concept of a building, there may be several types of attitudes toward structural design.
Exact approach has to be chosen at the initial stage of a project, depending on the characteristics and requirements of the building.
📐 Let’s discuss one of them - Structure symbolized

With the Structure accepted concept, structural elements rarely have an aesthetic significance, unlike Structure symbolized. with such a concept, the structural element is considered not only in terms of its main function, but also as a visual load-bearing element.

✏📏 Neue National Gallery in Berlin / Mies van der Rohe World’s one of the beautiful building, built with that concept.

This building is from 1968, and it´s a jump from the traditional museum idea of a closed building with exhibition rooms, into an open-plan flexible space. A very "Mies" building, with a clear and radical idea put on a very minimal, yet detailed structure.The building is 64.8m long, with only 2 steel columns on each side, which free the corners giving the building a lightweight look.

👉 Article in full: https://bit.ly/ArticleSN4
👉 Our services:https://bit.ly/SN4Services

For English 👇▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი✏📏მთავარი არქიტექტორი - დავით ლეჟავა▪ სამშენებლო ფართობი - 570 ...
27/07/2020

For English 👇
▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
✏📏მთავარი არქიტექტორი - დავით ლეჟავა
▪ სამშენებლო ფართობი - 570 მ2
📍 ქ. თბილისი, მომპერის ქ. #22
ნახე რუკაზე https://bit.ly/MomperiSN4
---

▪ Project - Individual residential house
✏📏The Primary Architect - Davit Lezhava
▪ Construction area - 570 m2
📍Address - st. Tbilisi, Momperi str #22
Find on map https://bit.ly/MomperiSN4

Structural Design of the building by SN4

🏗 გსმენია სიდნეის ოპერის თეატრის კონსტრუქტორის შესახებ?  👇✏📏 წარმოშობით დანიელი ოვე არუპი 1913-1918 წლებში სწავლობდა კოპ...
24/07/2020

🏗 გსმენია სიდნეის ოპერის თეატრის კონსტრუქტორის შესახებ? 👇

✏📏 წარმოშობით დანიელი ოვე არუპი 1913-1918 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა შემდეგ ლე კორბუზიეს და ვალტერ გროპიუსის ნამუშევრების გავლენით სწავლა გააგრძელა დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში (1918-1922), რკინაბეტონის კონსტრუქციების მიმართულებით. თავდაპირველად ო. არუპი მოღვაწეობდა დანიაში, 1934 წელს გადავიდა ლონდონში სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მთავარ ინჟინრად მუშაობდა. II მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ე.წ. "მალბერის პორტის" კონსტრუქციების შემუშავებასა და დახვეწაში, აღნიშნული მობილური პორტები გამოყენებულ იქნა მოკავშირეთა მიერ ნორმანდიის ოპერაციის დროს. ომის შემდეგ არუპმა დაარსა კომპანია "Arup & Partners" რომელიც დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა. აღსანიშნავი ნამუშევრებია სიდნეის ოპერის თეატრი (1957-1973), ქინგსგეითის ხიდი (1963) და სხვა.

👉 სიდნეის ოპერის სახლი (Sydney Opera House) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. სახურავის განსაკუთრებულობა აძლევს საშუალებას იყოს ყველასგან გამორჩეული და არ ჰგავდეს სხვა შენობებს. იგი ავსტრალიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის, სიდნეის მთავარი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში.

Sydney Opera House 2.2 ჰექტარ ფართობს იკავებს. იგი 1973 წლის 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ.
მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ Sydney Opera House-ის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა და მისი ღირებულება იქნებოდა 7 მილიონი დოლარი, თუმცა მშენებლობა 14 წელი მიმდინარეობდა და დაჯდა ასევე გაუთვალისწინებლად დიდი თანხა, 102 მილიონი დოლარი.

For English 👇▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი✏📏მთავარი არქიტექტორი - დავით ლეჟავა▪ სამშენებლო ფართობი - 580 ...
22/07/2020

For English 👇
▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
✏📏მთავარი არქიტექტორი - დავით ლეჟავა
▪ სამშენებლო ფართობი - 580 მ2
📍 ქ. თბილისი, წყნეთი, იმედაძეს ქუჩა, ნაკვეთი #4
ნახე რუკაზე https://bit.ly/lejavatskneti
---

▪ Project - Individual residential house
✏📏The Primary Architect - Davit Lezhava
▪ Construction area - 580 m2
📍Address - st. Tbilisi, Tskneti, Imedadze str. #4
Find on map https://bit.ly/lejavatskneti

Structural Design of the building by SN4

🏗  გსმენია კონსტრუქტორი დავით ქაჯაიას და მისი პროექტების შესახებ?  👇✏📏  1940-1954წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროე...
14/07/2020

🏗 გსმენია კონსტრუქტორი დავით ქაჯაიას და მისი პროექტების შესახებ? 👇

✏📏 1940-1954წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1966 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის სამშენებლო-საინჟინრო კათედრის გამგე; მის მიერ დაპროექტებული ობიექტებიდან აღსანიშნავია: სასტუმრო "ივერია" (1967); სასტუმრო "აჭარა" (1980), თბილისის სპორტის სასახლე, ქ. კრასნოიარსკის ცირკის გუმბათი, ბათუმის დელფინარიუმი და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "ივერიის" პროექტირებისათვის (1967), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია სასტუმრო "აჭარის" პროექტირებისათვის (1980);

სპორტის სასახლე გაიხსნა 1961 წელს. კვადრატული ფორმის გუმბათოვან-თაღოვანი შენობის პერიმეტრია 352 მ (88X4), შიდა – 304 მ (76X4). მთავარი არენა – 44X27,4 მ. ტრიბუნები იტევს 9305 მაყურებელს.

👉 შენობის ერთი მესამედი (პირველი იარუსი) მიწაშია ჩაღრმავებული. სასახლის ახალი, რეკონსტრუქციის შემდგომი უნიკალური გადახურვა შესრულებულია (მალი – 76 მ) ანაკრები გარსით, სფეროს ფორმის მონოლითური, რვაწახნაგიან კონტურში ჩადგმული რკინა-ბეტონის კონსტრუქციით (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში).

🏗 გსმენია თამარ მეფის ხიდის კონსტრუქტორის შესახებ? 👇✏📏 კირიაკ ზავრიევი ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალ...
06/07/2020

🏗 გსმენია თამარ მეფის ხიდის კონსტრუქტორის შესახებ? 👇

✏📏 კირიაკ ზავრიევი ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის. მისი მთავარი ნაშრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა (1913) და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას (1926), მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები. ზავრიევს დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. იგი ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. 1957 წლიდან იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტის წევრი.

🌉 20-იანი წლებში გაჩნდა საჭიროება, აეგოთ ხიდი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს ვაკე-საბურთალოსთან დააკავშირებდა. დღეს ის თამარ მეფის ხიდის სახელით არის ცნობილი.იმ ადგილას ადრე ხევი იყო და მტკვარი მიედინებოდა.

1931 წელს დაწყებული მშენებლობა ოთხი წელი გაგრძელდა. 1989 წელს ჩელუსკინელების ხიდს თამარ მეფის სახელი დაერქვა.

🏗 თუ ნაცნობ ნაგებობებს სტრუქტურული ინჟინერიის თვალით შევხედავთ, ისინი უფრო საინტერესოები გახდებიან. 👇🌉 ბარათაშვილის ხიდი...
30/06/2020

🏗 თუ ნაცნობ ნაგებობებს სტრუქტურული ინჟინერიის თვალით შევხედავთ, ისინი უფრო საინტერესოები გახდებიან. 👇

🌉 ბარათაშვილის ხიდი 3-ჯერ შეცვალეს. მისი ამჟამინდელი სახე 1965 წლის დემონტაჟის შედეგია, რომელიც ბარათაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ბარათაშვილის ხიდის არქიტექტურული გადაწყვეტა მკაცრად ფუნქციონალურია. 🚶‍♀🚕 საავტომობილო და საფეხმავლო მიმოსვლა გამიჯნულია და ორ იარუსზეა განაწილებული. შიდა სივრცეში მოწყობილი იყო საგამოფენო დარბაზი და კაფე, რომლებიც 1990-იან წლებამდე ფუნქციონირებდა.

✏📏 ინჟინერი: გიორგი ქარცივაძე

For English 👇▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი✏📏მთავარი არქიტექტორი - ლევან სიხარულიძე▪ სამშენებლო ფართობი - ...
29/06/2020

For English 👇
▪ პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
✏📏მთავარი არქიტექტორი - ლევან სიხარულიძე
▪ სამშენებლო ფართობი - 500 მ2
📍 მისამართი: ქ. თბილისი, წყნეთი, იმედაძის ქუჩის მიმდებარედ
ნახე რუკაზე https://bit.ly/SN4House
---

▪ Project - Individual residential house
✏📏The Primary Architect - Levan Sikharulidze
▪ Construction area - 500 m2
📍Address - st. Tbilisi, Tskneti, near Imedadze Street
Find on map https://bit.ly/SN4House

Structural Design of the building by SN4

For English 👇▪ პროექტი - სასტურმო✏📏მთავარი არქიტექტორი - კახა ხაინდრავა▪ სამშენებლო ფართობი - 1200 მ2📍 მისამართი: ქ. თბი...
24/06/2020

For English 👇
▪ პროექტი - სასტურმო
✏📏მთავარი არქიტექტორი - კახა ხაინდრავა
▪ სამშენებლო ფართობი - 1200 მ2
📍 მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ტერიტორია
ნახე რუკაზე https://bit.ly/SN4hotel
---

▪ Project - Hotel
✏📏The Primary Architect - Kakha Khaindrava
▪ Construction area - 1200 m2
📍Address - st. Tbilisi, Lisi area
Find on map https://bit.ly/SN4hotel
▫ Structural Design of the building by SN4

ENG 👇🏗შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობის დროს, სტრუქტურული დიზაინის მიმართ შესაძლოა რამდენიმე ტიპის დამოკიდებულებ...
19/06/2020

ENG 👇

🏗შენობის არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობის დროს, სტრუქტურული დიზაინის მიმართ შესაძლოა რამდენიმე ტიპის დამოკიდებულება არსებობდეს.
ეს დამოკიდებულება პროექტირების საწყის ეტაპზევე ირჩევა იმის მიხედვით, თუ როგორი თავისებურებები და მოთხოვნები აქვს ამა თუ იმ ნაგებობას.

📐 განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი, სტრუქტურის მიღება (Structure accepted).
ასეთი მიდგომის დროს შენობის ყველა (როგორც ესთეტიურ, ასევე პრაგმატულ) კომპონენტს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავსი შედეგის მისაღწევად ინჟინრებმა და არქიტექტორებმა უნდა იმუშაონ პროექტის საწყისი ეტაპიდანვე, ან არქიტექტორს უნდა გააჩნდეს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ მის მიერ შემუშავებული კონცეფცია აკმაყოფილებდეს სტრუქტურული ინჟინერიის ელემენტარულ მოთხოვნებს.

👇 ამ კონცეფციის მიხედვითაა აგებული De Rotterdam/OMA, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მყარი კოშკი.

შერეული დანიშნულების, 160,000 კვ.მ ფილების კოშკი ჩაფიქრებულია როგორც "ვერტიკალური ქალაქი" მდინარე მაასზე.
დე როტერდამის სამ, ერთმანეთთან დაკავშირებულ კოშკს 44 სართული აქვს და 150 მეტრ სიმაღლეზე ადის, სიგანე კი 100 მეტრია.
შენობის მასშტაბების მიუხედავად, ვიზუალი ქალაქის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად გამოიყურება. მისი ამ სახით არსებობა კი დეველოპერების, კონსტრუქტორებისა და არქიტექტორების დამსახურებაა.

👉 სტატია სრულად ნახეთ აქ https://bit.ly/ArchOm
👉 ჩვენი სერვისები https://bit.ly/SN4Services
---
🏗 When working on the architectural concept of a building, there may be several types of attitudes toward structural design.

Exact approach has to be chosen at the initial stage of a project, depending on the characteristics and requirements of the building.

📐 Let’s discuss one of them - Structure accepted.

In such an attitude, all components of the building (both aesthetic and pragmatic) are equally important. To achieve such a result, engineers and architects must work from the very beginning of the project, or the architect must have sufficient knowledge to ensure that the concept developed by him meets the basic requirements of structural engineering.

👇 De Rotterdam/OMA - World’s one of the highest Towers, built with that concept.

OMA today marks the completion of De Rotterdam, a mixed-use, 160,000m2 slab-tower conceived as a ‘vertical city’ on the river Maas.

The three stacked and interconnecting towers of De Rotterdam rise 44 floors to a height of 150 meters and span a width of over 100 meters.

Despite its scale and apparent solidity, the building’s shifted blocks create a constantly changing appearance, different from every part of the city. The fact that it stands today represents a small triumph of persistence for the city, the developer, the contractor and the architects.

👉 Article in full: https://bit.ly/ArchOm
👉 Our services:https://bit.ly/SN4Services

Address

Z. Phaliashvili 37
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Teamtwo Structural Engineering Department posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

About SN4

SN4 არის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2013

წელს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენი ჯგუფი ერთად

მუშაობს და აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების

მქონე პროფესიონალებს.