სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company

სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა / Anagi, the largest construction company in Georgia, was founded in 1989

Please scroll down for the English version

„ანაგი“ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.

„ანაგის“ ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. Anagi, the largest construction company in Georgia, was founded in 1989 and soon after became the most significant enterprise within the construction sector. We have since maintained our critical role with dignity and a continued commitment to excellence. Anagi is chiefly engaged in civil and industrial construction, covering the full range and all phases of construction. The company is always ready to offer full-service packages to our customers – starting from design work right up to the commissioning of a site.

Forbes Georgia-ს უახლეს ნომერში ანაგი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი გვიზიარებს, თუ როგორ გარდაიქმნა ანა...
12/08/2026

Forbes Georgia-ს უახლეს ნომერში ანაგი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი გვიზიარებს, თუ როგორ გარდაიქმნა ანაგი სექტორის ლიდერ კომპანიად, რა სტრატეგიული გადაწყვეტილებები განაპირობებს მის ოპერაციულ მდგრადობას და რას ეფუძნება კომპანიის სამომავლო გაფართოების ხედვა.

🔗 ვრცლად: forbes.ge/urqhevi-printsipebi/

ანაგი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის პარტნიორია!3-13 სექტემბერს გელოდებით წინანდლის ისტორიულ მამულში რეგიონის ყვ...
10/08/2026

ანაგი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის პარტნიორია!

3-13 სექტემბერს გელოდებით წინანდლის ისტორიულ მამულში რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებაზე.

ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ ისეთ პროექტს, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ შემსრულებლებსა და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.

Tsinandali Festival

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტის დაწყების აღსანიშნავად დროის კაფსულის ჩადების ოფიციალური...
21/07/2026

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტის დაწყების აღსანიშნავად დროის კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც კომპანია ანაგი განახორციელებს, მთლიანად განახლდება აეროპორტის ინფრასტრუქტურა.

ეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას გააორმაგებს და წლიურად 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის.

16/07/2026

❗საზოგადოების საყურადღებოდ

ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ცალკეული კომპანიები სამშენებლო კომპანია ანაგის სახელწოდებასა და ლოგოს იყენებენ ან მიმსგავსებულ სახელწოდებას/ვიზუალურ სტილს ირჩევენ, რაც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას იწვევს.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ფეისბუქ გვერდი "Qvanagi - ქვანაგი", რომელსაც სამშენებლო კომპანია ანაგთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გაცნობებთ, რომ:
ანაგი არ არის დაკავშირებული არცერთ კომპანიასთან ან გვერდთან, რომელიც ჩვენი სახელის ან ლოგოს მსგავს აღნიშვნებს იყენებს. კომპანიის ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ჩვენი ოფიციალური არხებით.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით: სანამ რომელიმე კომპანიას ანაგის სახელით ან მისი მსგავსი აღნიშვნით ენდობით, გადაამოწმეთ ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან ვებგვერდზე.

კომპანია აქტიურად მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად და გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.

სამშენებლო კომპანია ანაგი

კომპანია ანაგმა, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის (American Chamber of Commerce in Georgia) წევრმა, მონაწილეობა მიიღო  ამ...
16/07/2026

კომპანია ანაგმა, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის (American Chamber of Commerce in Georgia) წევრმა, მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში გენერალური სპონსორის სტატუსით.

კომპანიისთვის ყოველთვის დიდი პატივია ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ასეთი მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერა და მათში აქტიური ჩართულობა.

ანაგი მადლობას უხდის ორგანიზატორებს შესანიშნავი მასპინძლობისთვის, თბილი მიღებისა და დაუვიწყარი საღამოსთვის.

🇬🇪 ანაგი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
25/05/2026

🇬🇪 ანაგი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ანაგმა მონაწილეობა მიიღო Spectrum Architecture-ის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც ჰილ...
14/05/2026

ანაგმა მონაწილეობა მიიღო Spectrum Architecture-ის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც ჰილტონ თბილისში გაიმართა. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სასიხარულოა, რომ პროექტების შეფასების პროცესში ჟიურის წევრის სტატუსით მონაწილეობდა ჩვენი გუნდის წევრი — ანაგის სამშენებლო პროექტების დირექტორი თემურ მეგრელაძე, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

🌟 ჩვენ გვჯერა, რომ პრაქტიკული და აკადემიური სფეროების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა მომავალი პროფესიონალების ჩამოსაყალიბებლად. ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტების აღმოჩენასა და მათ პროფესიულ წინსვლას.

👏 ვულოცავთ გამარჯვებულ სტუდენტებს და მადლობას ვუხდით Spectrum Architecture-ს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის.

ანაგმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების პლატფორმის 2026 წლის პირველ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში...
11/05/2026

ანაგმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების პლატფორმის 2026 წლის პირველ შეხვედრაში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. კომპანიის სახელით შეხვედრას ანაგის ადმინისტრაციული დირექტორი მარიამ დვალიშვილი ესწრებოდა.

პლატფორმა აერთიანებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წამყვან სპეციალისტებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც კლიმატის საკითხებზე მუშაობენ. აღნიშნული პლატფორმა ნეიტრალური სივრცეა, სადაც განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: კლიმატის ძირითადი გამოწვევები და ახალი პრიორიტეტები, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარება, კორპორაციული კლიმატის სტრატეგიების განმტკიცება, სექტორთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • UN Global Compact Network Georgia

Address

37/39, Kostava Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 15:00

Telephone

995322241211

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company:

Shortcuts

Share