18/08/2026
📢ვაკანსია: ინტერიერის დიზაინერი
იდააფ არქიტექტორები აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
თბილისი | სრული განაკვეთი
დაწყება — 1 ოქტომბერი, 2026
მოვალეობები:
- ინტერიერის კონცეფციის განვითარება საწყისი იდეიდან პრეზენტაციისთვის მზა პროექტამდე
- სივრცის დაგეგმარება და დიზაინის გადაწყვეტების შემუშავება
- მაღალი ხარისხის 3D მოდელებისა და ვიზუალიზაციების მომზადება
- იდააფის არქიტექტორებთან და დიზაინერებთან გუნდური მუშაობა
მოთხოვნები:
- ძლიერი ესთეტიკური ხედვა, რომელიც თანხვედრაშია იდააფის დიზაინ ენასთან
- 3D მოდელირებისა და რენდერის მაღალ დონეზე ცოდნა
- AutoCAD ან Revit
- ძლიერი სივრცითი აზროვნება და დეტალებზე ყურადღება
- იდეის დამოუკიდებლად განვითარებისა და სრულყოფილ პროექტად ჩამოყალიბების უნარი
- არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის განათლება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო [email protected]ზე 11 სექტემბრის ჩათვლით.
სათაურში მიუთითეთ: ინტერიერის დიზაინერი
❗️ პორტფოლიოში შეარჩიეთ მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც, თქვენი აზრით, იდააფის დიზაინ ხედვას შეესაბამება.
გისურვებთ წარმატებას!