13/08/2026
Kreston Georgia Academy-ში მიმდინარე წლის 28 სექტემბერს იწყება ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი.
📈ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლით დაინტერესებულებს ამ პროფესიის პრაქტიკული უნარების შეძენაში დაეხმარება.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
🔻ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
🔻ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ელემენტები;
🔻პირველად საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობა და სამეურნეო ოპერაციების პრაქტიკული ასახვა (ბუღალტრული გატარებები) რეალურ ქეისებზე დაყრდნობით;
🔻ბუღალტრულ პროგრამა ORIS-ში პრაქტიკული მუშაობა;
🔻გადასახადების გამოანგარიშების ძირითადი ასპექტები და დეკლარირება;
🔻შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე (RS.GE) მუშაობა.
🔻ფინანსური ანგარიშგების მომზადება შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტის მიხედვით და მისი ატვირთვა ფინანსური ანგარიშგების პორტალზე - (reportal.ge).
💼კურსის ტრენერი იქნება თეონა ხაჯიშვილი - ბრიტანეთის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) სერტიფიცირებული ბუღალტერი.
🔝თეონას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების სფეროში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი იკავებდა მთავარი ბუღალტრის პოზიციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში: მშენებლობა, სამედიცინო სფერო, საცალო გაყიდვები, სტუმარ-მასპინძლობა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვა.
🌐მას აქვს საერთაშორისო ქსელურ აუდიტორულ კომპანიასა და მსხვილ ბიზნეს ჯგუფებში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება, რაც მისი განათლებისა და სისტემური ხედვის გათვალისწინებით, პრაქტიკულ და რეალურ გამოწვევებზე ორიენტირებული კურსის წინაპირობას ქმნის.
განრიგი: ორშაბათი და ხუთშაბათი | 19:00 - 21:00
ლექციები ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით
ხანგრძლივობა: 22 შეხვედრა (ჯამში 44 საათი);
კურსის ღირებულება: 590 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1N4opSxg6nu4KrlSJwBzOmp68gLJLNbbSyCR9-kC3GDE/edit