არქიტექტურული სტუდია ” არტ-ჰაუზი ” წარმოადგენს კომპლექსურ შემოქმედებით სტუდიას, სადაც იქმნება არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი და დიზაინ პროექტები საცხოვრებელი სახლებისთვის, ოფისებისთვის, მრავალფუნქციური ნაგებობებისთვის, კომერციული შენობებისთვის, დაბალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, ინტერიერებისა და ექსტერიერებისთვის.
ჩვენი სტუდია დამკვეთს სთავაზობს სრულ საპროექტო მომსახურებას
რაც მოიცავს კონსტრუქციების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, გათბობა-ვენტილაციის პროექტების, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნას და სამშენებლო პროცესის დაგეგმვას, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებას და დამკვეთის ინტერესების წარდგენას სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციებთან.
არქიტექტურული სტუდია "არტ–ჰაუზი" გთავაზობთ სრულ საპროექტო მომსახურეობას, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების,საზოგადოებრივი, კომერციული ნაგებობების და ინტერიერის პროექტირებისათვის.
ჩვენი მომსახურეობა მოიცავს:
–წინასწარი კონსულტაციები საპროექტო ობიექტის შესახებ და საპროექტო დავალების ჩამოყალიბება
–ესკიზური პროექტის შექმნა და შეთანხმება დამკვეთთან
–არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა მუნიციპალურ არქიტექტურულ სამსახურში წარსადგენად და დასამტკიცებლად
–დეტალური არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა
–ობიექტის 3D მოდელირება და ვიზუალიზაცია
–გარე ტერიტორიის დაგეგმარება და დიზაინი
–ინტერიერის დიზაინი
–ნაგებობის კონსტრუქციული პროექტის შექმნა
–მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შექმნა
-საპროექტო სამუშაოთა მენეჯმენტი
–მშენებლობის საავტორო ზედამხედველობა
–შენობის შიდა საინჟინრო ქსელების (ელ. მომარაგების;წყალმომარაგების;გათბობა ვენტილაციის;საკომუნიკაციო ქსელების;სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის სქემების) პროექტირება