17/07/2026
გაეცანით კიდევ ერთ ახალ პროექტს ვარკეთილში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი, 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი. მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯამში 36 ოჯახს უზრუნველყოფს ახალი, სრულიად უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით.