Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე

Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე ზურაბ შევარდნაძის ბაღი მათთვის, ვისაც განსაკუთრებული გარემო და მცენარეები უყვარს.

გარდენია-შევარდნაძე - დეკორატიული მცენარეების სანერგე-ბაღია, რომლის მიზანია იყოს ადამიანების გზამკვლევი მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში, გაავრცელოს ცოდნა მათი გამრავლების, მოვლის ირგვლივ, შექმნას შესაბამისი მომსახურება.
გარდენიამ არსებობა 2004 წლიდან დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგედ დაიწყო, მის ირგვლივ ნელ-ნელა გაჩნდა პატარა კაფე, შიდა და გარე სადღესასწაულო ადგილები, სახელოსნოები და სასწავლო სივრცეები. Gardenia-Shevardnadze is a decorative plant nursery-garden, with the goal to guide humans into the diverse world of plants, spread the knowledge on their reproduction and care, and provide/establish/form respective services. Gardenia has been around since 2004, having started as a small nursery for decorative plants,
around which a small cafe, indoor and outdoor event spaces, workshops and educational spaces have gradually emerged.

29/08/2026

რაჭა, ყორე, ორღობე… ყველაფერი კარგია რაც ნამდვილი და ბუნებრივია…



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

28/08/2026

ნიკორწმინდიდან გილოცავთ!



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

28/08/2026

მრავალძლის წმინდა გიორგი შეგეწიოთ, გახაროთ და შეუძლებელი შეგაძლებინოთ… მარიობას რაჭიდან გილოცავთ ჩემო ქართველებო!!!!!



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

27/08/2026

დეზერტირების ბაზრიდან მოვზიდე…
რა ფერადი ბარაქიანი და გემრიელი ქვეყანა გვაქვს… 🍎🍑🍇🍉



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

27/08/2026

დეზერტირების ბაზარი…



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

26/08/2026

სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ,
სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს….



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

26/08/2026

გადაჭარბებული ყველაფერი მავნეა. ტყავი გააძრო დედლებს, გაპუტული აქვთ ზურგები. მეზობელმა მირჩია კლანჭები მომეხეხა.

ეგება უშველოს, ამოხადა სული



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

მეტი რა ქნას? ფოთოლი აღარ უჩანს, გადაირია!!!ძველებური სამწნილე.
25/08/2026

მეტი რა ქნას?
ფოთოლი აღარ უჩანს, გადაირია!!!
ძველებური სამწნილე.

ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიკვი...
25/08/2026

ადრე დილას ბებიამ სიმინდი გადარეკა და საფქვავი გაამზადა. ბაბუამ ტომარა გოდორში ჩადო და ბიქტორა ჩავლეშვილისას წაიღო წიკვილზე, მეც ავედევნე.. ბებიამ მოგვაძახა "არ დამიპიპკოს იცოდე, ხოროში მირჩონია საჭადედ ხოროში.. ერთი სამი კილო გული გამეიღოს საფელამუშედ გასამერდინებლად, გეყურებაა?.."
მეწისქვილე სარეკელს ფხეკდა წისქვილის წინ თხემლის ძირში. ბიქტორამ ჩვენს ტომარას ნახშირით დააწერა "მერიკო, ხოროში" და სკამლოგინაზე ჩამოდო, ნაშუადღევს დაგვიბარა.
წისქვილის წინ,მოზრდილ ყუთში,ბიქტორას სამფეხა ძაღლს, რომელსაც ფეხების რაოდენობის გამო როიალას ეძახდენ, ემშობიარა და შვიდი ერთიმეორეზე ჭრელი ლეკვი მზის გულზე გამოეფინა. გადავირიე და შავ თეთრთათებიან ლეკვს ვეცი, ბიქტორას ცოლმა ნინამ მითხრა " თვალი გუშინ გამოანჭყირეს ნენა, ჯერე ცოდუაა, ჭამოს ერხანს ძუძუ და არიკაცს არ გავაკარებ, შენ გაგატანო" მას მერე ყოველ დღე დავდიოდი წისკვილზე.
შინ ორი ძაღლი გვყავდა ამიტომ ლეკვი დედულეთში, ბახვში წავიყვანე ბებიასთან. ბებიამ საძროხის წინ მიუჩინა ყუთი, დილას და საღამოს მოწველილ რძეს უხვად ჩაუთქრიალებდა ალუმინის საღანში, ისიც დაეწაფებოდა. ცხვირს რომ ამოყოფდა ჭურჭლიდან შავი სახე რძით ქონდა მოსვრილი, მოდღურული, ამიტომ სიყვარულით მოდღუ დავარქვი.
საშუალოზე პატარა ტანის, ეზოს ძაღლად მალე გადაიქცა მოდღუ, მხიარული და ძალინ ერთგული გამოდგა, მარა ეშამკი რომ შეუჩნდება რამეს..
გაწუწკდა მოდღუ და ბუდეებს შეჩვია, ქათამი აკაკანებული არ იყო მიადგებოდა და ამოსვლეპდა კვერცხებს საბუდარიდან. მძევალსაც არ ტოვებდა.. ჩვენს ბუდებს რომ ჩამოუვლიდა მერე მეზობლების საქათმეებს სტუმრობდა.
ჯერ მორიდებით და ბოლოს იმატა მეზობლების ავმა საჩივრებმა. "კვერცხი არ შეგვარჩინა შურა დია", " ქათმები დამიფთხო და ბუდეს აღარ ეკარება არცერთი", "მოჭვა წამოაგდო გუშხამ ბუდიდან მაგ მოსასპობელმა" კი მერიდება მარა, აღარაა საშველი შურა დია.."
"წუწკი ძაღლის გულობიზა ამდენ ნაფერებ მეზობელს ვერ მევინდურებო" თქვა ბებიამ და მივხვდი ცუდად დამთავრდებოდა მოდღუს ამბავი.
ადრე დილას ლოტარა ბრიგადირს გაურიგდა, ქალებს რომ წეიყვან ჩაში, წყალწითელაში გაგატან და გუუშვიო.
სკოლიდან, რომ დავბრუნდი მოდღუ აღარ დამხვდა, ლოტარა ბრიგადირმა "ბეგლარიძის წისქვილთან დავტიე დვაბზუში, მაღაზიებია, სასადილოებია, ბევრი ხალხი ტრიალობს და არ დეიმშევაო." იმ ღამეს არ მძინებია და მას მერე ბევრი ღამე მოდღუზე დარდში გავათენე. ყველა ვინც კვერცხის გამო მოდღუს უჩიოდა ბოროტად შევრაცხე.
იმ ზამთარს ბებიას დიდი სანერვიულო შეხვდა და არ იყო კარგად. ოზურგეთელმა გულის ექიმმა მაჟავიამ საავადმყოფოში უნდა დაწვეთო. ექიმის სიტყვა კანონი იყო და მივგვარეთ ბებია მჟავიას.
დანარჩენი მონაყოლი ვიცი, იმ ღამეს ბებია რომ დავაწვინეთ, ძაღლების ყმუილს და ყეფას გადუტანია ოზურგეთის საავადმყოფოს ეზო. ბებიას მოდღუს ხმა უცვნია, ფანჯრიდან გადაუხდავს და რა დაუნახავს? მოდღუ შვიდი, თავისნაირი ლეკვით.. ბებიას გული აჩუყებია, ეზოში ჩამოსულა და კარისკაცმა გვიამბო " მოვხუცდი კაცი და აქამდე ამფერი აფერი არ მინახავსო.." თავიდან ფეხებამდე ლოკავდა თურმე ბებიას ძაღლი.
იმ დღიდან ბებიას გამოჯანმრთელებამდე მნახველების მიტანილი ფუნთუშებით და მაწონით იკვებებოდა მოდღუ და მისი წვრილშვილი. ამ ამბავზე ლაპარაკობდა ექიმი მჟავიათ დაწყებული კარისკაცით დამთავრებული, ყველა.
მოდღუ და თავისი ლეკვები ბებიას ფანჯრის ქვეშ დაბანაკდენ და არ სცილდებოდენ იქაურობას. მოკეთებული ბებიას მოსაკითხად მამა და მე მივედით, ბებია წინ ჩავსვით, მოდღუ მე და მისი შვიდი ლეკვი უკანა სავრძელზე მოვთავსდით. გვაცილებდა ყველა, ექიმი ექთანი, სანიტარი, პაციენტები.. მას მერე ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი არ ვიცი. იმ ღამესაც არ მიძინია..
ბებიამ მე მოდღუს და მის შვილებს დუსტი მოგვაყარა უხვად, მერე დიდ ჩახანაში წყალი გაათბო და ძაღლი და ლეკვები სარეცხი საპნით დავბანეთ. სამონელით მოვაცილეთ ძველი ბეწვი.
ბებიას სანახავდ მოსულმა მეზობლებმა თითო ლეკვი უსიტყვოდ წაიყვანეს, ერთი ნაჭყებიებმა, ერთი ცეცხლაძნებმა და ანდღულაძნებმა. კლარა ბიცოლამ ორი წაიყვანა და ერთი ერკეთში გაუგზავნა ქალიშვილს. ლოტარა ბრიგადირმაც წაიყვანა ერთი. მოდღუს სულ გვრცხვენოდა რომ ასე მოვექეცით და გვიკვირდა არაფერი რომ არ ეწყინა და მაინც ერთგული დარჩა ჩვენი.
მოდღუმ ბედნიერად, ლაღად იცხოვრა ბებიასთან აგერ ჩემს სტუდენტობამდე, კვერცხისკენ და ბუდისკენ არასდროს აღარ გაუხედავს.
დანარჩენი ახალ წიგნში: "ჩემი ამბები."

ფოტო ირაკლი გამსახურდია

25/08/2026

ბოლქვოვანი ბეგონიები 7 ფერია.. ქოთნით ფასი 1 ცალი 10 და 15 ლარი…



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

Address

Gardenia Shevardnadze
Tbilisi
0101

Opening Hours

Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე:

Shortcuts

Share

Category