Hisense HVAC Georgia

Hisense HVAC Georgia Hisense HVAC representative office in Georgia
(1)

🧸ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ყველა პატარას, ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. 👶🎈❤️ჩვენ გ...
01/06/2026

🧸ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავთ ყველა პატარას, ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს. 👶🎈❤️

ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო, ბავშვების განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვმუშაობთ იმ სივრცეების შექმნაზე, სადაც მომავალი თაობები ისწავლიან, გაიზრდებიან და საკუთარ ოცნებებს აისრულებენ.

✨ დაე, თითოეული ბავშვის ცხოვრება სავსე იყოს სითბოთი, სიყვარულითა და ბედნიერი მომენტებით.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

​ #1ივნისი #ბავშვთადაცვისდღე

💙გვსურს წარმოგიდგინოთ Hisense HVAC-ის პორტფელის ერთ-ერთი მასშტაბური, პრესტიჟული და გამორჩეული პროექტი - Azure Tower Batu...
29/05/2026

💙გვსურს წარმოგიდგინოთ Hisense HVAC-ის პორტფელის ერთ-ერთი მასშტაბური, პრესტიჟული და გამორჩეული პროექტი - Azure Tower Batumi (https://azuretower.ge/en).

🌊ბათუმის სანაპირო ზოლზე აღმართული 200-მეტრიანი, 50-სართულიანი ცათამბჯენი უკვე იქცა ქალაქის ახალი ეპოქის სიმბოლოდ და თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშად საქართველოში.

🏗️ 33,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს:
🏨 საერთაშორისო ბრენდის უმაღლესი კლასის სასტუმროს - Swissôtel
🏢 704 პრემიუმ რეზიდენციას
💼 თანამედროვე ბიზნეს და კომერციულ სივრცეებს
🌴 დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას

👉მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება გათბობა-გაგრილების საინჟინრო ინფრასტრუქტურის ხარისხს, ენერგოეფექტურობასა და საიმედოობას. სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, პროექტში ინტეგრირებულია Hisense HVAC-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს შემდეგი სახის სისტემებს:
❄️ 3-მილოვანი VRF
❄️ 2-მილოვანი VRF
❄️ მინი-VRF
❄️ მულტი-სპლიტი
❄️ სპლიტი

🌦️ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალი ენერგოეფექტურობისა და სტაბილური მუშაობის წყალობით, Hisense HVAC უზრუნველყოფს იდეალურ მიკროკლიმატს როგორც მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე.

📍როდესაც პრემიუმ კლასის არქიტექტურა, მსოფლიო დონის სასტუმრო ბრენდი და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები ერთიანდება, იქ იქმნება კომფორტის ახალი სტანდარტი.

🤝 Hisense HVAC - ტექნოლოგია, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს წამყვანი პროექტები და მილიონობით მომხმარებელი.

22/05/2026

📢„World Economic Forum“-ის მიერ შექმნილი „Lighthouse Factory“ („შუქურა-ქარხანა“) წარმოადგენს განსაკუთრებულ სტატუსსა და შეფასების უმაღლეს სტანდარტს, რომელიც ენიჭებათ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც სრულ საწარმოო პროცესს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის „4IR“ კონცეპციით მართავენ. ისინი ინოვაციური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის დანერგვით ინდუსტრიის განვითარების ახალ ნიშნულს ქმნიან.

🥇Hisense HVAC არის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი, ამავდროულად პირველი და ჯერ კიდევ ერთადერთი „Lighthouse Factory“-ის სტანდარტის მქონე საწარმო. 4IR-ის მასშტაბურმა ტრანსფორმაციამ 37%-ით გაზარდა საწარმოს წარმადობა, 35%-ით შეამცირა საწარმოო დანახარჯები, 49%-ით გაზარდა შრომის ნაყოფიერება, ხოლო საწარმოო წუნი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა.

🧠Hisense-მა თავისი გამოცდილებით დაამტკიცა, რომ ინოვაცია დღეს უკვე ფუფუნება აღარ არის, ის აუცილებლობაა, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, მდგრად განვითარებას და მომავლის შექმნას უზრუნველყოფს.

🇮🇹 Hisense HVAC-ის მასშტაბური მონაწილეობა მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "Mostra Convegno Expocomfort 2026 (MC...
20/04/2026

🇮🇹 Hisense HVAC-ის მასშტაბური მონაწილეობა მილანში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "Mostra Convegno Expocomfort 2026 (MCE 2026)" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ლიდერობას გლობალურ HVAC ინდუსტრიაში.

✅ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Hisense-ის უახლესი გადაწყვეტილებები როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული და ინდუსტრიული სექტორებისთვის, რომლებიც ორიენტირებულია ენერგოეფექტურობაზე, ინტელექტუალურ მართვაზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე.

🙏მოხარულები ვართ, რომ Hisense HVAC Georgia-ს გუნდიც ჩართული ვიყავით ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ერთად გავეცანით უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

🔍 ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო:
-ახალი პროდუქტებისა და მათი ტექნიკური შესაძლებლობების დეტალური გაცნობა,
-საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავება,
-ევროპული და გლობალური ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.

⚽ Hisense-მა, როგორც FIFA World Cup 2026-ის ოფიციალურმა სპონსორმა გამოფენაზე შექმნა ინტერაქტიული საფეხბურთო გამოცდილება, რომელმაც სტენდს განსაკუთრებული ენერგია და დინამიკა შესძინა.

📈 განვითარება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ზრდას და ინოვაციების დანერგვას, რათა საქართველოში მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, ეფექტური და მაქსიმალურ კომფორტზე ორიენტირებული HVAC გადაწყვეტილებები.

🚀Hisense HVAC ტექნოლოგიებს წლიდან წლამდე ავითარებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო პრაქტიკული, მაქსიმალურ...
14/04/2026

🚀Hisense HVAC ტექნოლოგიებს წლიდან წლამდე ავითარებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო პრაქტიკული, მაქსიმალურად ეფექტური და მათ კომფორტზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

📊ასევე, აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების განვითარება, ერთის მხრივ, პროექტების მოდელირებაში უკეთესი მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა, ხოლო, მეორეს მხრივ, პასუხობს უფრო მეტად კომოპლექსურ და რთულ ტექნიკურ დავალებებს.

👨‍🏫სწორედ ამ ფაქტს შეეხებოდა ჩვენი ტრენინგი 10 მარტს, რის ფარგლებშიც ჩინეთის სათაო ოფისიდან სპეციალური ვიზიტით მყოფმა ინჟინრებმა ქართული პარტნიორი საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლებსა და ინსტალატორებს დეტალურად წარუდგინეს Hisense HVAC-ის 2026 წლის ასორტიმენტში არსებული ახალი ტექნოლოგიები და პროდუქციის შესაძლებლობები.

🙋‍♀️ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობითა და ინტერაქტიულობით, — მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირდაპირ წყაროდან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც ტრენინგს კიდევ უფრო ღირებულს ხდიდა.

📝პრეზენტაციის დასასრულს, სახალისო ფორმატში ჩატარებული ტესტირების მეშვეობით შევაფასეთ მონაწილეთა ჩართულობის დონე და მაღალი შედეგის მქონე სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით, რამაც ღონისძიებას სასიამოვნო დასასრული შესძინა.

ქრისტე აღდგა!Hisense HVAC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
12/04/2026

ქრისტე აღდგა!

Hisense HVAC გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

🏢 Hisense HVAC-ის სათაო ოფისი მუდმივად აქტიურად არის ჩართული და სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს თითოეულ რეგიონში სერვისის ...
08/04/2026

🏢 Hisense HVAC-ის სათაო ოფისი მუდმივად აქტიურად არის ჩართული და სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს თითოეულ რეგიონში სერვისის უმაღლესი სტანდარტის დანერგვასა და მის ოპერატიულ მიწოდებაში.

✈️ ჩვენი ვიზიტი ჩინეთში, Qingdao-ში, Hisense HVAC-ის წამყვან ინჟინრებთან, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა — სერვისისა და ტექნიკური კვალიფიკაციის კიდევ უფრო გაღრმავებას. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან მოწვეულ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, Hisense HVAC საქართველოს გუნდმა წარმატებით გაიარა სპეციალიზებული ტრენინგი, რომელიც მოიცავდა როგორც მაცივარაგენტზე, ასევე წყალზე მომუშავე უახლესი სერიების მოდელებს.

🔧 კლიმატური ტექნიკის უწყვეტი და ეფექტური ექსპლუატაციისთვის, პროფესიონალური და ოპერატიული სერვისი წარმოადგენს მთავარ გამოწვევას. HVAC სისტემების მართვის ლოგიკის სიღრმისეული ცოდნა და თითოეული კომპონენტის ფუნქციის დეტალური გააზრება ნიშნავს მზადყოფნას — სწრაფად და ეფექტურად აღმოიფხვრას ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება.

🏗️ ტრენინგის ფარგლებში, Qingdao-ში ჩვენ ვეწვიეთ მიმდინარე პროექტებს და ასევე ვიმუშავეთ კვლევით ცენტრში, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გადავაქციეთ. პროგრამის დასრულების შემდეგ, Hisense HVAC-ის სერვისის დირექტორის, Yang Renyuan-ისგან, გუნდს გადმოეცა სერტიფიკატები ტრენინგში აქტიური მონაწილეობისა და მაღალი ჩართულობისთვის.

🛡️ Hisense HVAC საქართველოს გუნდი, სათაო ოფისის ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუდმივად დგას თითოეული პროექტის საიმედო, ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობის სადარაჯოზე.

🎊Hisense HVAC Georgia გილოცავთ ახალ 2026 წელს!❤️გისურვებთ, სიხარულის, წინსვლისა და ახალი მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყო...
31/12/2025

🎊Hisense HVAC Georgia გილოცავთ ახალ 2026 წელს!

❤️გისურვებთ, სიხარულის, წინსვლისა და ახალი მიზნების მიღწევის წელი ყოფილიყოს 2026!

🥇რატომ გახდა Hisense HVAC ნომერ პირველი ბრენდი საქართველოში გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის კატეგორიაში?👀რითი განსხ...
30/07/2025

🥇რატომ გახდა Hisense HVAC ნომერ პირველი ბრენდი საქართველოში გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის კატეგორიაში?

👀რითი განსხვავდება ის თავისი კონკურენტებისაგან და რა გეგმები აქვს ბრენდს ქართულ ბაზარზე?

🔎ამ და სხვა დეტალებთან დაკავშირებით იხილეთ Hisense HVAC Georgia-ს დირექტორის თენგიზ გოგოლაშვილის ინტერვიუ Golden Brand-თან.

👉 [ https://americanstocknews.com/business/hisense-hvac-launches-in-georgia-achieving-rapid-success-and-recognition/ ]

Hisense HVAC, a key player in the global heating, cooling, and ventilation market, has officially launched operations in Georgia and is already making a significant impact on the industry

🏆✨ Hisense HVAC Georgia - Golden Brand-ის ნომერ პირველი ბრენდი გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების კატეგორია...
29/07/2025

🏆✨ Hisense HVAC Georgia - Golden Brand-ის ნომერ პირველი ბრენდი გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების კატეგორიაში! ✨🏆

👉14 ივნისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში Golden Brand-ის რიგით მე-20 საიუბილეო დაჯილდოება გაიმართა, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ბიზნეს ოსკარი“.
წლევანდელ ცერემონიალზე მედიისა და ბიზნეს საზოგადოების თანდასწრებით ბიზნესის სხვადასხვა სფეროდან 58 წარმატებული ბრენდი დაჯილდოვდა, მათ შორის, Hisense HVAC Georgia, რომელმაც გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ნომერ პირველი ბრენდის ტიტული მოიპოვა საქართველოში.

🎗Golden Brand-ის ტიტულს 2006 წლიდან ფლობენ უმსხვილესი ქართული და საერთაშორისო ბრენდები. ტიტული, რომელსაც წლიურად ათასზე მეტი მომხმარებელი და სფეროს ექსპერტი აფასებს, ბრენდებისთვის ნდობის, ხარისხისა და წარმატების დამადასტურებელია.

🥇Goden Brand-ის ჯილდო სცენაზე მიიღო Hisense HVAC Georgia-ს დირექტორმა, თენგიზ გოგოლაშვილმა, რომელმაც ინტერვიუში ისაუბრა Hisense HVAC-ის მიღწევებსა და მიზნებზე, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულ და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე:
American Stock News - https://shorturl.at/HUmpq
The Washington Inquirer - https://shorturl.at/8Jcye
The Dallas Observer - https://shorturl.at/BAOK3
The Financial - https://shorturl.at/O9WPA
Globalidea - https://shorturl.at/IKVr0

🫂მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და Hisense HVAC დაასახელა საქართველოში 2024 წლის გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ოქროს ბრენდად. Golden Brand-ის ჯილდო Hisense-სთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია და პატივია, საქართველოს ბაზარზე პოზიციონირების დაწყებიდან მცირე პერიოდში.

Address

აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995511255191

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hisense HVAC Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hisense HVAC Georgia:

Share