22/08/2026
💬 ხშირად დასმული კითხვები:
რომელი ქიმიკატებია საჭირო კარკასული და გასაბერი აუზისთვის წყლის ხარისხის შესანარჩუნებლად?
✔️ ქლორი
ქლორი იცავს წყალს ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისგან. გამოიყენეთ ნელა ხსნადი ქლორის ტაბლეტი, რომელიც უნდა მოათავსოთ მცურავ დისპენსერში და არა პირდაპირ აუზში.
✔️ pH-ის კონტროლი
ქლორი ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც წყლის pH 7.2–7.6-ის ფარგლებშია. შეამოწმეთ pH ტესტ-ზოლების საშუალებით კვირაში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ pH Plus ან pH Minus.
✔️ ალგეციდი
ალგეციდი ხელს უშლის წყალმცენარეების წარმოქმნასა და გამრავლებას. მისი გამოყენება დაგეხმარებათ, წყალი შეინარჩუნოთ სუფთა და გამჭვირვალე.
✔️ ფლოკულანტი/კოაგულანტი
აერთიანებს წყალში არსებულ წვრილ ნაწილაკებს, რის შედეგადაც ფილტრაციის სისტემა ეფექტურად ასუფთავებს წყალს.
🌊 ქლორის სწორი დოზირება, pH-ის რეგულარული კონტროლი და ალგეციდის გამოყენება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ აუზში სუფთა და გამჭვირვალე წყალი მთელი სეზონის განმავლობაში.
📲 დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 032 205 50 10
📍 შესაძენად გვეწვიეთ ფილიალებში:
▪️ თბილისი, დიდი დიღომი, მ. ხელაშვილის N9 (ყოფ. ასი ათასი მოწამის N7)
▪️ თბილისი, კარტოზიას ქ. N6
▪️ ბათუმი, მელიქიშვილის ქ. N123
▪️ თელავი, თბილისის გზატკეცილი N1ბ
💧 Aqualine - წყლის ჰარმონია, რომელსაც უკვე 20 წელია ვქმნით.