Spectrum Architecture

Spectrum Architecture Fully integrated design build firm based in Tbilisi Georgia, operating in fields of Architecture, Interiors, Master planning.

ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას თითოეული დეტალი ერთ მთლიანობას ემსახურება.ასე იქმნება სივრცე, სადაც შუქ-ჩრდილები, ფაქტ...
21/08/2026

ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას თითოეული დეტალი ერთ მთლიანობას ემსახურება.

ასე იქმნება სივრცე, სადაც შუქ-ჩრდილები, ფაქტურა და ფორმა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

არქიტექტურის ჭეშმარიტი მიზანი, ერთდროულად, ფუნქციური და ესთეტიკური შენობის შექმნაა.სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს სპ...
14/08/2026

არქიტექტურის ჭეშმარიტი მიზანი, ერთდროულად, ფუნქციური და ესთეტიკური შენობის შექმნაა.

სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს სპექტრუმი, რომლის თითოელი პროექტი პრაქტიკულობასა და ხელოვნებას ერთიან კომპოზიციად აქცევს.

ხოლო, გეომეტრიული წესრიგი და მასალათა გააზრებული შერჩევა სივრცის რაციონალურ ორგანიზებას ემსახურება.

არქიტექტურული ფორმები, რომლებიც რელიეფს ერწყმის.გეომეტრიული სიზუსტე და ლანდშაფტის ბუნებრივი რიტმი. SPECTRUM-ის მიერ დაპრ...
05/08/2026

არქიტექტურული ფორმები, რომლებიც რელიეფს ერწყმის.

გეომეტრიული სიზუსტე და ლანდშაფტის ბუნებრივი რიტმი. SPECTRUM-ის მიერ დაპროექტებული ეს საცხოვრებელი სახლები გარემოსთან სრულ ინტეგრაციასა და ფუნქციურ ჰარმონიაზეა ორიენტირებული.

29/07/2026

სპექტრუმმა წელს პირველად განახორციელა თანამშრომლების გაცვლითი პროგრამა პარტნიორ SOG Design-თან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, არქიტექტორი მაკა საბაური კომპანიის ბარსელონის ოფისში იმყოფებოდა.

💬„სპექტრუმში საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებამ საშუალება მომცა, შეუფერხებლად მემუშავა პარტნიორი კომპანიის პროექტებზე. SOG-ის გუნდმა ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და პირველივე დღიდან სრულფასოვან წევრად მიმიღო. ეს გახდა დიდი სტიმული, რათა მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები ყველა პროექტში, რომელშიც ვიყავი ჩართული“.

გაცვლითი პროგრამა ორ კომპანიას შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს და გუნდის წევრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პრაქტიკა უშუალოდ, სამუშაო პროცესში შეიძინონ 🚀

ფორმა, რომელიც ლანდშაფტს ერწყმის.ზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ქრება. ამგვარად იქმნება სივრცე, სადაც თითოეული დე...
23/07/2026

ფორმა, რომელიც ლანდშაფტს ერწყმის.

ზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ქრება. ამგვარად იქმნება სივრცე, სადაც თითოეული დეტალი ადგილის ბუნებრივ რიტმში ინტეგრირდება.

15/07/2026

გიზიარებთ სპექტრუმის განხორციელებულ ინდივიდუალური სახლის პროექტს, რომელიც წყნეთის ფერდობზე, ბუნებრივ რელიეფთან ჰარმონიულად არის ინტეგრირებული.

Tskneti Dwelling-ის არქიტექტურული კონცეფცია პროპორციების ზუსტ ბალანსს ეფუძნება. ხოლო, პროექტის მთავარი აქცენტი ინოვაციური გადახურვის სისტემით აღჭურვილი ტერასა და აუზია, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება.

🌿 ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია, მდგრადი არქიტექტურა და ეკოლოგიური მიდგომები ერთიან ვიზუალურ ენას ქმნის.

სპექტრუმის გუნდი ბარსელონაში, არქიტექტორთა მსოფლიო კონგრესს (UIA World Congress of Architects 2026) დაესწრო.🌍 ღონისძიება...
10/07/2026

სპექტრუმის გუნდი ბარსელონაში, არქიტექტორთა მსოფლიო კონგრესს (UIA World Congress of Architects 2026) დაესწრო.

🌍 ღონისძიებაში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყნის არქიტექტორი, ურბანისტი, მკვლევარი და ინდუსტრიის ინოვატორი იღებდა. კონგრესის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები.

ასეთი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმაზე ჩართულობა და კოლეგებთან აქტიური დიალოგი სპექტრუმისთვის უმნიშვნელოვანესია, მიმდინარე თუ მომავალ პროექტებში გლობალური სტანდარტების ინტეგრირებისთვის.

🤝 ვიზიტის ფარგლებში ჩვენი გუნდი პარტნიორებს – SOG Design-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ბარსელონაში დაარსებული SOG Design მრავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიაა, რომელიც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მასშტაბურ პროექტებს მთელ მსოფლიოში ახორციელებს.

როდესაც არქიტექტურა გარემოს ნაწილი ხდება.ინდივიდუალური სახლის დიზაინის შექმნა პროცესია, რომელიც მასალის ფაქტურის, ფორმის...
06/07/2026

როდესაც არქიტექტურა გარემოს ნაწილი ხდება.

ინდივიდუალური სახლის დიზაინის შექმნა პროცესია, რომელიც მასალის ფაქტურის, ფორმისა და ადგილის სინთეზს ეფუძნება.

სპექტრუმი სწორედ ამ პრინციპით ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც შენობა და ლანდშაფტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

02/07/2026

💡 არქიტექტორი მაკა საბაური, რომელიც თანამშრომლების გაცვლითი პროგრამით სპექტრუმის პარტნიორი SOG Design-ის ბარსელონის ოფისში იმყოფებოდა, ამ ვიზიტის მნიშვნელობას გვიზიარებს:

„ჩემთვის ბარსელონაში მიღებული გამოცდილება პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ამ ქალაქით და იმ ადამიანებით, ვინც მის განაშენიანებაში წვლილი შეიტანა, თითოეულ არქიტექტორს აღფრთოვანება ეუფლება“.

ზანზიბარის ბუნება, კულტურა და უძველესი ტრადიციები ერთიან არქიტექტურულ კონცეფციაში – სპექტრუმის კიდევ ერთი მასშტაბური საე...
29/06/2026

ზანზიბარის ბუნება, კულტურა და უძველესი ტრადიციები ერთიან არქიტექტურულ კონცეფციაში – სპექტრუმის კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.

📍 ENVI Paje, რომელიც ზანზიბარის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს სრულად სპექტრუმის გუნდის მიერ შეიქმნა - ვიზუალიზაციიდან დეტალურ სამუშაო ნახაზებამდე.

პრემიუმ კლასის კომპლექსი მიზნად ისახავს, სრულყოფილად გადმოსცეს გარემოს უნიკალური იდენტობა – ხედვა, რომელიც ახლა უკვე სრულად რეალიზებულია დიზაინში.

Address

#37a Nino Ramishvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995555603200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Spectrum Architecture posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Spectrum Architecture:

Shortcuts

Share