ZipMan

ZipMan Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ZipMan, Heating, ventilating & air conditioning service, Tbilisi, Georgia, zxvis ubnis N32, Tbilisi.

ბინებსა თუ ოფისებში მყუდრო, კომფორტული პირობების შესაქმნელად უდიდესი ფუნქცია ეკისრება ცენტრალური გათბობის სისტემების სწორ შერჩევასა და დამონტაჟებას, რასაც ჩვენი კომპანია ZIPMAN-ი გთავაზობთ.
დღევანდელ სამყაროში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბუმია. სიტყვა ”ეკოლოგიურად სუფთა” თავისთავად პროგრესულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ნიშნავს. ZIPMAN-ის ფილოსოფია სწორედ ჩვენ მიერ მიწოდებული პროდუქტის და შესრულებე

ლი სამუშაოების ხარისხშია. ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით ვზრუნავთ როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, ისე გარემომცველ სამყაროზე, ბუნებაზე!
ჩვენ ვახორციელებთ საცხოვრებელი სახლების და ოფისების მოწყობას უახლესი ცენტრალური გათბობის სისტემებით! რა თქმა უნდა, მათი მონტაჟიც უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ხორციელდება.
მსოფლიოს უმსხვილესი გერმანული კომპანიის BOSCH-ის კედლის კომბინირებული ქვაბები და სამხრეთკორეული UNITEK-ის სისტემები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რაც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა.
მილგაყვანილობა ხდება სამი სახის მასალით: პოლიპროპილენის მილებით, კოლექტორული სისტემით (ე.წ. მეტალოპლასტმასის მილი) და იატაკქვეშა გათბობით.
რაც შეეხება რადიატორებს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ლითონის პანელურ (თურქული) და ალუმინის სექციურ (იტალიური) რადიატორებს.
ჩვენი კომპანიის სერვისცენტრის მიერ სწორი და მიზანმიმართული დაგეგმარება განაპირობებს სისტემის ხარისხიან მუშაობას, რაც ექსპლუატაციის ვადის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენს მომხმარებელზე აქაც ვზრუნავთ და მას ენერგოფექტურ პროდუქციას ვთავაზობთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველივეს ვახორციელებთ გამოცდილი და ჭეშმარიტად მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ჩვენი მიზანია დამკვეთსა და ZIPMAN-ს შორის მაქსიმალური ურთიერთნდობის განმტკიცება, რასაც პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაოები და სპეციალისტების მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს.

Address

Tbilisi, Georgia, Zxvis Ubnis N32
Tbilisi

Telephone

+995551220720

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ZipMan posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share