04/11/2024
◼რა არის განაშენიანების რეგულირების გეგმა?
◼განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) ქალაქმშენებლობითი დოკუმენტია, რომლის მიზანიც ტერიტორიის სწორად განვითარებაა.
გრგს დოკუმენტის მოთხოვნა ხდება მაშინ, როდესაც საპროექტო ტერიტორია და მისი მიმდებარე არეალი გაუნაშენებიანებელია, არ არის ჩამოყალიბებული გზათა ქსელი, საინჟინრო სისტემები და ა.შ. მინიმალური კვადრატულობა მის მოსამზადებლად 5000 კვადრატული მეტრია. ზუსტი არეალის განსასაზღვრად კი საჭიროა შესაბამის სამსახურში აიტვირთოს განაცხადი. (თბილისის შემთხვევაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახური)
დოკუმენტაციის პირველი ეტაპი ტერიტორიის კვლევითი ნაწილია, სადაც დეტალურად შეისწავლება არსებული სიტუაცია, რის საფუძველზეც განვითარების წინადადება მზადდება. ამ დროს ზუსტდება ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე კოეფიციენტები, სატრანსპორტო ქსელი, ინფრასტრუქტურა და შენობის განთავსების არეალი. შედეგად სამომავლო განაშენიანება მოწესრიგებულად არის დაგეგმილი და გათვალისწინებულია ყველა პირობა ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
გრგს დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართულია როგორც არქიტექტორი, ურბანისი ასევე მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლები.
Parapet Studio•პარაპეტ სტუდიო, სრული არქიტექტურული მომსახურება
📱 557003231