Satburi

Directions Website

Satburi Knowledge-based platform helping people to nurse their plants with ease.

🌺 ერთი შეხედვით გეცნობათ? დარწმუნებული ხარ? 👀🌱🌿 გამოიცანი მცენარის სახელი!🌍 და რაც უფრო საინტერესოა, რომელი ქვეყნის ენდე...
13/10/2026

🌺 ერთი შეხედვით გეცნობათ? დარწმუნებული ხარ? 👀🌱

🌿 გამოიცანი მცენარის სახელი!
🌍 და რაც უფრო საინტერესოა, რომელი ქვეყნის ენდემია?

👇 დაწერე შენი პასუხები კომენტარებში და შეამოწმე შენი ცოდნა! 💚

🌺 Looks familiar at first glance? But are you sure? 👀🌱

🌿 Can you guess the name of this plant?
🌍 And here's the real challenge - which country is it native to?

👇 Share your guesses in the comments and put your plant knowledge to the test! 💚



SATBURI - Where Plants and People Grow Together.

💧 გახსოვს, ბოლოს როდის მორწყე?„გუშინ მოვრწყე… თუ გუშინწინ?“„დღეს უნდა მოვრწყა თუ ნიადაგი ჯერ კიდევ სველია?“„ამ მცენარეს ...
08/10/2026

💧 გახსოვს, ბოლოს როდის მორწყე?

„გუშინ მოვრწყე… თუ გუშინწინ?“
„დღეს უნდა მოვრწყა თუ ნიადაგი ჯერ კიდევ სველია?“
„ამ მცენარეს უკვე მივეცი სასუქი?“

მცენარის მოვლა მხოლოდ მორწყვა არ არის. 🌱

თითოეულ მცენარეს თავისი რიტმი აქვს. ზოგს წყალი ხშირად სჭირდება, ზოგს კი მორწყვებს შორის ნიადაგის კარგად გაშრობა ურჩევნია.

ამიტომ მორწყვის დრო მხოლოდ კალენდრით არ უნდა განვსაზღვროთ. მცენარე და ნიადაგი უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზამკვლევი.

სწორედ აქ დაგეხმარება SATBURI APP:
💧 ჩაინიშნე როდის მორწყე
🌱 ჩაინიშნე როდის მიეცი სასუქი
🪴 აკონტროლე მცენარის მოვლის ისტორია

🔔 მიიღე შეხსენებები შემდეგი მოვლის ეტაპებისთვის
აღარ დაგავიწყდება. აღარ მოგიწევს გამოცნობა.

უბრალოდ უფრო მარტივი და გააზრებული მცენარის მოვლა. 🌿

💧 Do you remember when you last watered your plant?

“Did I water it yesterday… or the day before?”
“Should I water it today, or is the soil still moist?”
“Have I already fertilized this plant?”

Plant care is about more than just watering. 🌱

Every plant has its own rhythm. Some need water more frequently, while others prefer their soil to dry out well between waterings.

That’s why watering shouldn’t be based on the calendar alone. Your plant and its soil should be your main guides.

That’s where the SATBURI APP can help:
💧 Log when you water
🌱 Keep track of fertilizing
🪴 Follow your plant’s care history

🔔 Get reminders for upcoming care
No more forgetting. No more guessing.

Just simpler, more mindful plant care.

🌿SATBURI APP | Coming Soon

Where Plants and People Grow Together.

🪴 „მცენარე გაიზარდა, ღეროც გასქელდა, ესე იგი, უფრო დიდი ქოთანი სჭირდება.“მითია თუ რეალობა? 👀ხშირად მცენარის სიმაღლეს და ...
29/09/2026

🪴 „მცენარე გაიზარდა, ღეროც გასქელდა, ესე იგი, უფრო დიდი ქოთანი სჭირდება.“

მითია თუ რეალობა? 👀

ხშირად მცენარის სიმაღლეს და ღეროს ზომას ვუყურებთ და გვგონია, რომ უკვე გადასარგავია, მაგრამ ქოთნის შეცვლის დრო მცენარის გარეგნული ზომით არ განისაზღვრება.

🌱 მთავარი ფესვებია.

თუ ფესვები ქოთანში მჭიდროდ არის გადახლართული, ქოთნის ძირში წრიულად ტრიალებს ან დრენაჟის ხვრელებიდან გამოდის, მაშინ უკვე შეიძლება გადარგვის დრო იყოს.

🪴 და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ:

უფრო დიდი ქოთანი არ ნიშნავს უფრო სწრაფ ზრდას.

ზედმეტად დიდი ქოთანი მეტ სუბსტრატს იტევს და ის შეიძლება დიდხანს დარჩეს სველი, რაც ფესვებისთვის პრობლემას ქმნის.

🌿 სანამ ახალ ქოთანს აირჩევ, ჯერ ფესვებს შეხედე.
ფესვები გეტყვის, როდის არის გადარგვის დრო.

🪴 “The plant has grown taller, and its stem has become thicker. That means it needs a bigger pot.”

Myth or reality? 👀

We often look at a plant’s height and stem size and assume it’s time to repot. But the right time to change a pot isn't determined by how big the plant looks.

🌱 It's all about the roots.

If the roots are tightly packed, circling around the bottom of the pot, or growing out through the drainage holes, it might be time to repot.

🪴 And one more important thing:

A bigger pot doesn't necessarily mean faster growth.

An oversized pot holds more potting mix, which can stay wet for too long and create problems for the roots.

🌿 Before choosing a new pot, take a look at the roots first.

Your plant's roots will tell you when it's time to repot.

SATBURI - Where Plants and People Grow Together.

#მცენარეები #მცენარეებისმოვლა #გადარგვა #სათბური

🌙 იცოდით,რომ არსებობენ მცენარეები რომლებიც ძილის პროცესა და რუტინაში გვეხმარებიან?  💜 ლავანდა | Lavandula angustifoliaტი...
26/09/2026

🌙 იცოდით,რომ არსებობენ მცენარეები რომლებიც ძილის პროცესა და რუტინაში გვეხმარებიან?

💜 ლავანდა | Lavandula angustifolia
ტიპური ოთახის მცენარე არ არის, მაგრამ მისი გამხმარი ყვავილები ან ეთერზეთი საძინებელში სასიამოვნო, დამამშვიდებელ სურნელს ქმნის.
ლავანდის არომატში ბუნებრივად არსებული ნივთიერებები, მათ შორის ლინალოლი და ლინალილის აცეტატი, მისთვის დამახასიათებელ სურნელს ქმნის. კვლევები მიუთითებს, რომ ლავანდის არომატი შეიძლება ხელს უწყობდეს მოდუნებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.

🌿 სანსევიერია | Dracaena trifasciata
მისი განსაკუთრებული ფოტოსინთეზის მექანიზმის გამო ღამითაც ითვისებს CO₂-ს.შესაბამისად ოთახში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც ღამით ძილის პროცესის ხელშემწყობია. კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სახლში მწვანე მცენარე უნდა, მაგრამ ხშირი მოვლა არ შეუძლია.

🌱 ალოე ვერა | Aloe vera
NASA-ს კვლევაში დახურულ გარემოში ჰაერიდან ფორმალდეჰიდის შემცირების უნარის მქონე მცენარეებს შორის მოხვდა. ასევე, წყლის დამზოგავი ფოტოსინთეზის გამო ღამითაც ითვისებს CO₂-ს. რაც ძილის პროცესს უწყბს ხელს 🌙
მისი კომპაქტური ფორმა და ბუნებრივი ტექსტურა ინტერიერში მშვიდ, ბუნებრივ აქცენტს ქმნის. უყვარს ნათელი ადგილი და ზომიერი მორწყვა.

🌿 მცენარე სახლში მხოლოდ დეკორი არ არის.
ის შეიძლება გახდეს ჩვენი ყოველდღიური გარემოს ნაწილი, რომელიც ბუნებას, სიმშვიდეს და სასიამოვნო შეგრძნებებს შემოიტანს სივრცეში.

💬 შენთვის რა ქმნის სახლში უფრო მშვიდ ატმოსფეროს?
მწვანე მცენარეები 🌿 თუ ბუნებრივი სურნელი 💜

🌙 Did you know that some plants can help create a calmer and more relaxing environment as part of your sleep routine?

💜 Lavender | Lavandula angustifolia
Lavender isn’t a typical houseplant, but its dried flowers or essential oil can bring a pleasant, calming scent into the bedroom.
Naturally occurring compounds in lavender, including linalool and linalyl acetate, create its distinctive aroma. Research suggests that the scent of lavender may support relaxation and help improve sleep quality.

🌿 Snake Plant | Dracaena trifasciata
Thanks to its unique photosynthesis mechanism, the snake plant continues to absorb CO₂ at night, making it an interesting choice for the bedroom. It’s also a great option for anyone who wants more greenery at home without the need for frequent care.

🌱 Aloe Vera | Aloe vera
Aloe vera is a resilient and easy-to-care-for plant. Thanks to its water-efficient photosynthesis mechanism, it also absorbs CO₂ at night. 🌙
Its compact shape and natural texture bring a calm, organic touch to the interior. It prefers a bright spot and moderate watering.

🌿 A plant at home is more than just decoration.
It can become part of our everyday environment, bringing nature, calm, and a sense of well-being into our space.

💬 What makes your home feel more peaceful?
Green plants 🌿 or natural scents 💜

SATBURI - Where Plants and People Grow Together.

იცოდი, რომ ფესვებსაც სჭირდებათ ჟანგბადი? 🌬️🌱ფესვების უჯრედები ჟანგბადს იყენებენ უჯრედული სუნთქვისთვის - პროცესისთვის, რო...
21/09/2026

იცოდი, რომ ფესვებსაც სჭირდებათ ჟანგბადი? 🌬️🌱

ფესვების უჯრედები ჟანგბადს იყენებენ უჯრედული სუნთქვისთვის - პროცესისთვის, რომლის დროსაც მცენარე ზრდისა და სხვა სასიცოცხლო პროცესებისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს.

🌱 საიდან იღებენ ფესვები ჟანგბადს?

ნიადაგის ნაწილაკებს შორის პატარა ფორებია, რომლებშიც ჰაერი და წყალი ნაწილდება. სწორედ ამიტომ ფესვებისთვის მნიშვნელოვანია წყლისა და ჰაერის სწორი ბალანსი.

💧 რა ხდება, როცა მცენარეს ზედმეტად ვრწყავთ?

ნიადაგის ფორები წყლით ივსება → ჰაერის რაოდენობა მცირდება → ფესვებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ.

თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება ფესვები დაზიანდეს და გაიზარდოს ფესვების ლპობის რისკი.

ამიტომ გახსოვდეს:
💧 წყალი
🌬️ ჟანგბადი
🌱 კარგი სუბსტრატი
🪴 კარგი დრენაჟი
= ჯანსაღი ფესვთა სისტემა

🌿 ჯანსაღი მცენარე ჯანსაღი ფესვებით იწყება.

Did you know that roots need oxygen too? 🌬️🌱

Root cells use oxygen for cellular respiration - the process through which plants produce the energy they need for growth and other essential life processes.

🌱 Where do roots get oxygen from?

There are tiny pores between soil particles that contain both air and water. That’s why maintaining the right balance between water and air is so important for healthy roots.

💧 What happens when you overwater a plant?

The pores in the soil fill with water → the amount of air decreases → less oxygen reaches the roots.

If these conditions continue for too long, the roots can become damaged and the risk of root rot increases.

So remember:
💧 Water
🌬️ Oxygen
🌱 Good substrate
🪴 Good drainage
= a healthy root system

🌿 A healthy plant starts with healthy roots.

SATBURI -Where Plants and People Grow Together.

21/09/2026

🧐 თუ შენს მცენარეს ფოთლები უყვითლდება და ჭკნება, რას შეამოწმებდი პირველ რიგში?

A. მხოლოდ ფოთლებს და მათ მდგომარეობას
B. ფესვებს, ნიადაგის ტენიანობას და დრენაჟს
C. მხოლოდ სასუქის დამატებას ვცდიდი

👇 დაწერე შენი პასუხი კომენტარებში.

🧐 If your plant’s leaves are turning yellow and wilting, what would you check first?

A. Only the leaves and their condition
B. The roots, soil moisture, and drainage
C. I would simply try adding fertilizer

👇 Share your answer in the comments.

ყველა მცენარეს თავისი ისტორია აქვს. 🌱შეიძლება ეს იყოს შენი პირველი მცენარე, აივანი, რომელიც ნელ-ნელა მწვანდება, ოთახი, რ...
15/09/2026

ყველა მცენარეს თავისი ისტორია აქვს. 🌱

შეიძლება ეს იყოს შენი პირველი მცენარე, აივანი, რომელიც ნელ-ნელა მწვანდება, ოთახი, რომელიც ნამდვილ ჯუნგლებს დაემსგავსა, ან ბაღი, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უვლი. 🌿

გვიჩვენე შენი მწვანე კუთხე. 👀💚

📸 გადაიღე შენი საყვარელი მცენარე, მწვანე კუთხე ან ბაღი
🏷️ მონიშნე
💚 გაუზიარე შენი პატარა მცენარეული სამყარო სხვებს

შეიძლება შენი მწვანე კუთხე სწორედ ის იდეა გახდეს, რომელიც სხვას საკუთარი მწვანე სივრცის შექმნას შთააგონებს.

📸 გაგვიზიარე შენი მწვანე კუთხე ან ბაღი კომენტარებში. 🌿

#ჩემისათბური #მცენარეები #მწვანესივრცე #ჩემიმწვანეკუთხე #მებაღეობა #ბაღი

Every plant has a story. 🌱

Maybe it’s your very first plant, a balcony that’s slowly turning green, a room that has grown into a little jungle, or a garden you’ve been nurturing with love. 🌿

Show us your green corner. 👀💚

📸 Take a photo of your favorite plant, green corner, or garden
🏷️ Tag it with
💚 Share your little green world with others

Your green space might be the inspiration someone else needs to start creating their own.

📸 Share your green corner or garden with us in the comments. 🌿

ფიკუს ელასტიკას ფოთლები უყვითლდება და ცვივა? 🌿სანამ კიდევ ერთხელ მორწყავ, შეამოწმე:როგორია მისი ნიადაგი? 🌱 ფიკუს ელასტიკ...
09/09/2026

ფიკუს ელასტიკას ფოთლები უყვითლდება და ცვივა? 🌿

სანამ კიდევ ერთხელ მორწყავ, შეამოწმე:

როგორია მისი ნიადაგი? 🌱

ფიკუს ელასტიკა ბუნებრივად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თბილ და ტენიან ტყეებში იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ფესვები მუდმივად სველ ნიადაგში უნდა იყოს.

როცა სუბსტრატში ზედმეტი წყალი დიდხანს რჩება, ფესვებთან ჰაერი მცირდება და მათი დაზიანების რისკი იზრდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი კი ქვედა ფოთლების გაყვითლება და ცვენაა.

💡 ფიკუსს სჭირდება:

☀️ ნათელი, გაფანტული სინათლე
💧 მორწყვა, როცა ზედა 5-7 სმ გაშრება
🌱 ჰაერგამტარი და კარგად დრენირებადი სუბსტრატი

სუბსტრატის მაგალითი:
50% ქოთნის სუბსტრატი
20% ფიჭვის ქერქი
20% პერლიტი ან პემზა
10% ქოქოსის ბოჭკო

🪴 ქოთანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სადრენაჟო ხვრელები.

🌿 სწორი სინათლე + მორწყვა + სუბსტრატი - ფიკუსის ჯანსაღი ზრდის საფუძველია.

შენს ფიკუსს აქვს ყვითელი ფოთლები?

📸 დაგვიტოვე ფოტო კომენტარებში და მოგვწერე, სად დგას და რამდენად ხშირად რწყავ.

#მცენარეები #მცენარეებისმოვლა

Are your Ficus elastica leaves turning yellow and falling off? 🌿

Before you water it again, check:

What is its soil like? 🌱

Ficus elastica naturally grows in the warm, humid forests of South and Southeast Asia. But that doesn’t mean its roots should stay in constantly wet soil.

When excess water remains in the substrate for too long, less air reaches the roots, increasing the risk of root damage. One of the signs can be yellowing and dropping of the lower leaves.

💡 Ficus elastica needs:

☀️ Bright, indirect light
💧 Watering when the top 5–7 cm of soil has dried out
🌱 An airy, well-draining substrate

Example substrate mix:
50% potting mix
20% pine bark
20% perlite or pumice
10% coco coir

🪴 The pot should always have drainage holes.

🌿 The right light + watering + substrate = the foundation for healthy Ficus growth.

Does your Ficus have yellow leaves?

📸 Leave a photo in the comments and tell us where you keep it and how often you water it.

იცნობ ამ მცენარეს? 👀როცა მცენარეს ვერ ცნობ, როგორ იგებ, რა მცენარეა? 🌱📱 მცენარის ამომცნობ აპს იყენებ?🔎 Google Lens-ს მიმ...
04/09/2026

იცნობ ამ მცენარეს? 👀

როცა მცენარეს ვერ ცნობ, როგორ იგებ, რა მცენარეა? 🌱

📱 მცენარის ამომცნობ აპს იყენებ?
🔎 Google Lens-ს მიმართავ?
👩‍🌾 მცენარეების მცოდნე მეგობარს უგზავნი ფოტოს?
🌿 ფოთლის ფორმას, ფერს, ყვავილს ან სხვა ნიშნებს აკვირდები და პასუხს თავად ეძებ?
🤔 თუ რამდენიმე წყაროს ადარებ, სანამ დარწმუნდები?

მოგვიყევი შენი მეთოდის შესახებ კომენტარებში. 👇
ასევე დაგვიწერე:

🌱 ამ ფოტოზე რა მცენარეა?

A. გავრცელებული სახელი
B. ბოტანიკური / სამეცნიერო სახელწოდება
C. თუ იცი, კონკრეტული კულტივარიც 👀

არ ჩაიხედო ჯერ სხვა კომენტარებში. 😉

💡 პატარა მინიშნება: ეს მცენარე იმ სახეობის წარმომადგენელია, რომელიც ბუნებრივად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. 🌏🌿

#მცენარეები #მცენარისამოცნობა #მცენარეებისმოყვარულები #მებაღეობა #სათბური

🌿 GUESS THE PLANT

Do you recognize this plant? 👀

When you come across a plant you don't recognize, how do you figure out what it is? 🌱

📱 Do you use a plant identification app?
🔎 Do you turn to Google Lens?
👩‍🌾 Do you send a photo to a plant-savvy friend?
🌿 Do you look at the shape of the leaves, color, flowers, or other characteristics and try to identify it yourself?
🤔 Or do you compare several sources before you're sure?

Tell us your method in the comments. 👇

And while you're here, can you identify this one?

🌱 What plant is in this photo?

A. Common name
B. Botanical / scientific name
C. And, if you know it, the specific cultivar 👀

Don't look at the other comments just yet. 😉

💡 A little hint:
This plant belongs to a species that is naturally distributed across South and Southeast Asia. 🌏🌿

🌿 შენს მცენარეს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რას გეტყოდა?💧 „წყალი მჭირდება.“☀️ „მეტი სინათლე მინდა.“🍃 „ჩემ ფოთლები ხმება.“🪴 „ალ...
01/09/2026

🌿 შენს მცენარეს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რას გეტყოდა?

💧 „წყალი მჭირდება.“
☀️ „მეტი სინათლე მინდა.“
🍃 „ჩემ ფოთლები ხმება.“
🪴 „ალბათ დროა, სხვა ადგილას გადამიტანო.“

მცენარეები ყოველდღე გვაძლევენ სიგნალებს.
უბრალოდ, ყოველთვის არ ვიცით, როგორ წავიკითხოთ ისინი. 🌱

სწორედ ამის შეცვლა გვინდა SATBURI APP-ით.
📱 SATBURI APP შექმნის პროცესშია და შენც შეგიძლია მისი შექმნის მონაწილე გახდე. 💚

ჩვენ გვინდა, უკეთ გავიგოთ შენი გამოცდილება:
• რა გიჭირს ყველაზე მეტად მცენარეების მოვლისას?
• სად ეძებ პასუხებს, როცა შენი მცენარე კარგად ვერ გამოიყურება?
• რის გამარტივებას ისურვებდი SATBURI APP-ის დახმარებით?

🌱 დაგვითმე მხოლოდ 5 წუთი და შეავსე მოკლე კითხვარი: https://survey.zohopublic.eu/zs/RpBaXw

შენი პასუხები დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, რა სირთულეებს აწყდები მცენარეების მოვლისას და როგორ შეუძლია SATBURI-ს ეს პროცესი შენთვის უფრო მარტივი და გასაგები გახადოს. 🌱

კითხვარის ბოლოს დაგვიტოვე ელფოსტის მისამართი და მიიღე SATBURI APP-ზე ადრეული წვდომა ოფიციალურ გაშვებამდე, უფასოდ 💚

👇 შენი მცენარე ყველაზე ხშირად რას გეუბნება?
დაგვიწერე კომენტარებში. 🌿

SATBURI - Where Plants and People Grow Together.

🌿 If your plant could talk, what would it tell you?
💧 “I’m thirsty.”
☀️ “I need more light.”
🍃 “My leaves are drying out.”
🪴 “Maybe it’s time to move me to a different spot.”

Plants send us signals every day.
We just don’t always know how to read them. 🌱

That’s exactly what we want to change with the SATBURI APP.
📱 The SATBURI APP is currently in development, and you can be part of shaping it. 💚

We’d love to better understand your experience:
• What do you find most challenging about caring for plants?
• Where do you look for answers when your plant doesn’t look healthy?
• What would you like the SATBURI App to make easier for you?

🌱 Take just 5 minutes to complete our short survey: https://survey.zohopublic.eu/zs/RpBaXw

Your answers will help us better understand the challenges you face when caring for plants and how SATBURI can make plant care simpler and easier to understand. 🌱

At the end of the survey, leave your email address to get free early access to the SATBURI APP before its official launch. 💚

👇 What does your plant tell you most often?
Tell us in the comments. 🌿

SATBURI - Where Plants and People Grow Together.

Address

Tbilisi

0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Satburi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed contractor?

Share