26/01/2026
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს სალხინოს მშვიდ და გამორჩეულ გარემოში განთავსებულ სასტუმროს. ამ კონცეფციის მთავარი შთაგონება თავად ლანდშაფტი გახდა, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, რომელიც ბუნებას კი არ ცვლის, არამედ მის ორგანულ გაგრძელებად იქცევა.
ბუნებრივი მასალები და ფორმები იდეალურად ერწყმის გარემოს, პროექტის ყოველი დეტალი კი ორიენტირებულია სიმშვიდესა და სივრცის აღქმის ხარისხზე. აქ პანორამული ხედები და ბუნებრივი განათება ყოველდღიურობას სრულფასოვან დასვენების გამოცდილებად აქცევს.
ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და ბუნების ესთეტიკა ერთ წერტილში ხვდება