Sakhl-kari • სახლ-კარი

Sakhl-kari • სახლ-კარი ლიფტის სერვისი, სადარბაზოების დასუფთავება და კორპუსთან დაკავშირებული ყველა მომსახურება

ჩვენს შესახებ:

შპს სახლ-კარი არის კომპანია, რომელიც გთავაზობთ მარტივ ურთიერთობაზე დაფუძნებულ ლიფტის დიაგნოსტიკას და სერვის, სდარბაზოების დასუფთავებას და კორპუსთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სახის მომსახურებას.

გადაიხადე მარტივად მეტრომანის/საქ.ბანკის ბარათებით ან ოჯახზე ფიქსირებული გადასახადით.

შპს სახლ-კარი დარეგისტრირდა 2022 წლის 21 იანვარს. ჩვენმა გუნდმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის თებერვლიდ

ან, შევისწავლეთ კორპუსის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და ბაზარზე არსებული ყველა ოპერატორი, სამწუხაროდ დავინახეთ რა ბევრი ხარვეზი მათ ოპერირებაში, ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებით. შესწავლილი პრობლემებიდან გამომდინარე დავხვეწეთ ყველა სახის სერვისი და გავამარტივეთ ყველა სახის პროცედურა ჩვენი მომხმარებლებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სერვისი ემსახურება როგორც ამხანაგობებს (მოსახლეობას), ასევე ერძო კომპანიებს. ჩვენი გუნდი მზად არის ყველა სახის გამოწვევისთვის.

უპირატესობები, რატომ ჩვენ და რატომ არა სხვა
• ხარისხის გარანტია! ჩვენ რეალურად პასუხისმგებლები ვართ ნებისმიერ გაუმართაობაზე და შემთხვევაზე რაც უკავშირდება ლიფტს
• გამჭირვალობა (ნებისმიერი გადახდის თვით კონტროლი);
• მარტივი საბარათე სისტემა (მეტრომანის ბარათები და საქ.ბანკის ნებისმიერი ბარათი), არანაირი ზედმეტი თანხის ჩამოჭრა და დაფარული სქემები, გამჭირვალობა გარანტირებულია;
• თანამშრომლობის დაწყებისას არანაირი გადასახადი არ აქვს მოსახლეობას, ყველანაირი მოწყობილობის მონტაჟს ვახდენთ ჩვენი ხარჯებით;
• სისტემატიური დიაგნოსტიკა, რათა ლიფტმა იმუშაოს გამართულად და ხანგრძლივი დროით ემსახუროს თქვენს სამეზობლოს;
• ასევე ინდივიდუალურად ყველა ამხანაგობასთან შესაძლებელია კორპუსთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, მაგ: დასუფთავება, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.

სერვისების ჩამონათვალი:
1. ლიფტის სერვისი
2. სადარბაზოების დასუფთავება
3. სადარბაზოს აღჭურვა კამერებით და უსაფრთხოების სისტემებით
4. ეზოების მოვლა პატრონობა
5. სადარბაზოების რემონტი
6. ასევე გთავაზობთ ბინების რემონტს და დასუფთავებას

ლიფტის სერვისი
1. ლიფტის გეგმიური ვიზუალური დათვალიერება (კვირაში ერთხელ);
2. ლიფტის მართვის კარადის შემოწმება;
3. ლიფტის შახტაში და კაბინაში დაზიანებული ნათურის შეცვლა;
4. მთავარი ჯალამბარის და ელექტრონული ძრავის შემოწმება;
5. ამწევი ბაგირების შემოწმება;
6. სამუხრუჭე სისტემის შემოწმება და დარეგულირება;
7. სიჩქარის შემზღუდველის ბაგირის შემოწმება;
8. კაბინის ავარიული დამჭერების შემოწმება, დარეგულირება;
9. კაბინის და შახტის კარებების მექანიზმების შემოწმება, დარეგულირება;
10. ელექტრო და მექანიკური უსაფრთხოების კვანძების შემოწმება, დარეგულირება;
11. პირწონის ზამბარების და კაბინის საბალანსო საკიდების შემოწმება;
12. ლიფტის პირწონისა და კაბინაში არსებული დასაზეთ მოწყობილობებში ზეთის დონის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შევსება;
13. მიმმართველების შემზეთი მოწყობილობების შემოწმება;
14. ამწევი ბაგირების და მიმმართველი ბორბლის შემოწმება;
15. ელექტრო სადენების შემოწმება;
16. გამოძახების და ბრძანების პოსტების შემოწმება;
17. მთავარი ჯალამბარის და ელექტრული ძრავის გარდა ყველა დაზიანებული ან უვარგისი ნაწილის შეცვლა;
18. 24 საათიანი მორიგეობის უზრუნველყოფა;
19. ავარიულად გაჩერებული ლიფტის დაუყოვნებლივ (20-30 წუთამდე) გაშვება, თუ ეს არ არის დაკავშირებული კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან ან გაფუჭებული დეტალის შეცვლასთან, თუ ლიფტის გაშვება დაკავშირებულია დაზიანებული ნაწილის შეცვლასთან, დაზიანების აღმოფხვრა არ უნდა აღემატებოდეს 3 (სამი) სამუშაო დღეს;
20. ლიფტის ელექტრო ენერგიის დაფარვა;
21. ლიფტის შახტის მოწესრიგება და დასუფთავება;
22. ლიფტის კაბინის სახურავის დასუფთავება

ფასი და გადახდის სისტემა:
ფასები: დამოკიდებულია კორპუსის სართულებზე და მოსახლეობის რაოდენობაზე
საბარათე გადახდის სისტემა: ჩვენთან მგზავრობის გადახდა ხდება მეტრომანის და საქ.ბანკის ბარათებით, ყოველ მგზავრობაზე ბარათის მოწყობილობაზე მიდებით მგზავრს ჩამოეჭრება დაფიქსირებული მგზავრობის გადასახადი.
ფიქსირებული გადახდის სისტემა: ლიფტის მომსახურებაზე ფიქსირებული გადასახადი ნიშნავს ოჯახის მიერ დადგენილი ტარიფის გადახდას ყოველთვიურად.

დასუფთავების სერვისი

ჩვენ გთავაზობთ სადარბაზოების დასუფთავებას უმაღლესი ხარისხის საწმენდი და სარეცხი საშუალებებით, მომსახურებას ახორციელებენ პროფესიონალი და გამოცდილი თანამშრომლები. დასუფთავების გრაფიკი დამოკიდებულია მხარეების შეთანხმებაზე.
ფასი და გადახდის სისტემა:
ფასები: დამოკიდებულია დასუფთავების სიხშირეზე, კორპუსის სართულებზე და მოსახლეობის რაოდენობაზე
საბარათე გადახდის სისტემა: ჩვენთან დასუფთავების მომსახურების გადახდა ხდება მეტრომანის და საქ.ბანკის ბარათებით, ყოველ მგზავრობაზე ბარათის მოწყობილობაზე მიდებით მგზავრს ჩამოეჭრება დაფიქსირებული დასუფთავების გადასახადი.
ფიქსირებული გადახდის სისტემა: დასუფთავების მომსახურებაზე ფიქსირებული გადასახადი ნიშნავს ოჯახის მიერ დადგენილი ტარიფის გადახდას ყოველთვიურად.
დასუფთავებაზე და ლიფტის სერვისზე გადასახდელები შესაძლოა იყოს კომბინირებული, როგორც საბარათე ასევე ფიქსირებული გადახდის სისტემებით.
პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები არიან სამშენებლო კერძო კომპანიები, კორპუსები(ამხანაგობები) და სხვადასხვა პროდუქციის მომწოდებლები. პარტნიორობისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322232601, 577151274

Address

ლარსის ქუჩა #5
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sakhl-kari • სახლ-კარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Sakhl-kari • სახლ-კარი:

Share