Parvus Group • პარვუს ჯგუფი

Parvus Group • პარვუს ჯგუფი განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტიპის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა

22/07/2026

💬"CSR ფართო გაგებით, ესაა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე. ჰიდროენერგეტიკა საქართველოში მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, ის ემოციური და იდენტობის ნაწილიცაა. სწორედ ამიტომ ჰესების განვითარება ქვეყანაში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
⚡️ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება ტექნიკურად სრულყოფილი იყოს, მაგრამ თუ მას არ აქვს სოციალური ლიცენზია, ის გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის ქვეშ დგება.
⚡️პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის საოპერაციო, რეპუტაციულ და ფინანსურ რისკებს.
⚡️სოციალური პასუხისმგებლობა აღარ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი კომპონენტი, ის უნდა გახდეს ოპერირების ძირითადი პრინციპი..."
🟢 "მონეტიზაციის" სტუმრები:
🎤 Greda-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი
🎤 “პარვუს ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მენეჯერი ეკატერინე ნონიაშვილი.

🟢სოციალური პასუხისმგებლობის როლი ენერგეტიკაში - პარვუს ჯგუფის გამოცდილება

29/06/2026
28/05/2026

⛪️ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელია. ის ჯერ კიდევ 1828 წელს, არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში მოიხსენიება. სამწუხაროდ, კომუნისტურმა რეჟიმმა ტაძარი პირისაგან მიწისა აღგავა და ისე გაანადგურა, რომ მისი ვიზუალური მასალის მოძიებაც კი შეუძლებელია. შემორჩენილი ცნობებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ტაძარი ხისა და გუმბათოვანი ყოფილა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის წარწერიანი ხატი ინახებოდა.

​🕊️ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სოფლის მკვიდრთა ძალისხმევისა და შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, ტაძრის აღდგენის იდეა რეალობად იქცა.
გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ კომპანია Parvus Group • პარვუს ჯგუფი-ს მიმართ, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოეხმაურა სოფლის თხოვნას, გამოყო დაფინანსება და სწორედ მათი მხარდაჭერით, ძველ საძირკველზე ახალი ტაძარი აიგო 🛠️

​მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კონსტრუქცია უკვე აღმართულია, ტაძრის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის კვლავ საჭიროა კეთილი ნება და ფინანსური მხარდაჭერა ტაძრის შიდა და გარე სრულყოფისთვის - იატაკის ქვის ფილებით მოსაპირკეთებლად, ხის მასალის სპეციალური - წყალდამცავი ზეთით დასამუშავებლად, ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად, კანკელის, ხატებისა თუ საჭირო ინვენტარის განსათავსებლად, ასევე ეზოს კეთილმოწყობისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასამართად. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ან მომავალში შეიტანს ამ ისტორიულ საქმეში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კეთილმოწყობისთვის გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიშები. თითოეული შემოწირულობა სრულად მოხმარდება ტაძრის აღჭურვასა და მიმდინარე საჭიროებებს.

​💳 საბანკო რეკვიზიტები:
📍 მიმღები: შემოქმედის ეპარქიის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

​🔹 საქართველოს ბანკი (Bank of Georgia):

​🔹 თიბისი ბანკი (TBC Bank):

​📢 ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა საქმეში და გააზიაროთ პოსტი, რათა ეს ინფორმაცია ბევრმა კეთილმა ადამიანმა შეიტყოს. ☦️
​ღმერთმა დაგლოცოთ! წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! 🕊️✨

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი გარდაქმნის ეტაპზეა — ჰიდროენერგიაზე დამოკიდებული მოდელიდან უფრო დივერსიფი...
28/05/2026

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი გარდაქმნის ეტაპზეა — ჰიდროენერგიაზე დამოკიდებული მოდელიდან უფრო დივერსიფიცირებული, ბაზარზე ორიენტირებული და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სისტემისკენ.
ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას, სუვერენიტეტსა და გრძელვადიან განვითარებას.
ვრცლად გარემოს დაცვის მენეჯერის, გიორგი ბერეჩიკიძის სტატიაში

ავტორი: გიორგი ბერეჩიკიძე გარემოს დაცვის მენეჯერი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს...

29/04/2026

კამპანიასთან დაკავშირებით მწერალი გიორგი კეკელიძე ამბობს: „აღნიშნული კამპანიით გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენ.....

11/04/2026
27/03/2026

საპატიო შემოქმედელს, დამსახურებულ პედაგოგს ვენერა გოლიაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა ❤️
მადლობა მასწავლებელო!
დღეგრძელობა მრავალჟამიერ ქალბატონ ვენერას❤️

17/03/2026

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. _ გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველი ენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებზე დაფუძნებული გენერაცია მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით.

ვრცლად, წაიკითხეთ 👉 https://gurianews.com/korporatsiuli-sotsialuri-pasukhismgebloba-energetikashi-phartho-gagebith-pasukhismgebloba-qveqhnis-momavalze-saqarthvelos-energetikuli-seqtori-transphormatsiis-etaps-gadis/

17/03/2026

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონ.....

Address

Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Parvus Group • პარვუს ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Parvus Group • პარვუს ჯგუფი:

Shortcuts

Share