29/07/2026
სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები:
• ამშენებლო-საინჟინრო პროცესების უშუალო მართვა და ზედამხედველობა ობიექტზე;
• სამუშაოების შესრულება პროექტის, ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით;
• შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების კონტროლი;
• ყოველდღიური/ყოველკვირეული საინჟინრო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (ფარული სამუშაოების აქტები, ჟურნალები და ა.შ.);
• პროექტის მენეჯერთან, სამუშაოთა მწარმოებელთან (პრორაბთან) და ქვეკონტრაქტორებთან აქტიური თანამშრომლობა;
• ობიექტზე საჭირო მასალებისა და რესურსების მოცულობების დათვლა და შესყიდვების გუნდისთვის მოთხოვნის მომზადება.
უნარჩვევები:
• ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
• ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
• ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
• სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით
• მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგზაო ან ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში
• გზის მშენებლობის ტექნოლოგიების ცოდნა
• ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი
• MS Office პროგრამების ცოდნა
• AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა (საბაზისო)
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.