Landscape Concept

Call Directions Contact the business

Landscape Concept Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Landscape Concept, Landscape Company, Bob Walsh 30, Tbilisi.

🌿 Landscape Concept გთავაზობთ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და ლანდშაფტის დიზაინს. 🏡 3D ვიზუალიზაცია, 2D ნახაზები, მერიაში შეთანხმება, გამწვანება და ბაღის მოწყობა.
🌳 შევქმნათ უნიკალური გარემო ერთად 🌳 Landscape Concept – ლანდშაფტის დიზაინი და არქიტექტურა
ჩვენი მიზანია უნიკალური და ფუნქციური ბაღების, ეზოების და საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა, რომლებიც ესთეტიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მდგრადია.

📌 რას გთავაზობთ?
✔ლანდშაფტის დიზაინი – ბაღების, ეზოების და საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმარება
✔ საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების გამწვანება
✔ 3D ვიზუალიზაცია
✔ მცენარეთა შერჩევა და განლაგება
✔ გარე განათებისა და მოსასვენებელი ზონების დაგეგმარება და დიზაინი
✔ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტირება
✔დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვების მიღება მერიაში შეთანხმებით

ლანდშაფტის სრული შესრულება:
🔹 სარწყავი სისტემის მოწყობა
🔹 ბელტის დაგება ან დათესვა
🔹 მცენარეების შერჩევა და ჩარგვა

ესპანური ხმელთაშუაზღვისპირეთით შთაგონებული ლანდშაფტი, სადაც დამკვეთის სურვილის შესაბამისად ნივაკის ხეებიც გახდა ბაღის ნა...
04/10/2026

ესპანური ხმელთაშუაზღვისპირეთით შთაგონებული ლანდშაფტი, სადაც დამკვეთის სურვილის შესაბამისად ნივაკის ხეებიც გახდა ბაღის ნაწილი.
BETWEEN WILD & SCULPTED
Contemporary Naturalistic Landscape
Inspired by the Spanish Mediterranean, with Niwaki trees incorporated into the landscape in response to the client’s wishes.
This garden is only a few months old, and next year it will show its character even more beautifully.

🌿 თუ მცენარეები თითქმის იგივეა, როგორ შეიძლება ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ბაღი ასე განსხვავებულად გამოიყურებოდეს?თქვენი ...
25/09/2026

🌿 თუ მცენარეები თითქმის იგივეა, როგორ შეიძლება ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ბაღი ასე განსხვავებულად გამოიყურებოდეს?

თქვენი აზრით, ყველაზე დიდ გავლენას რა ახდენს?

🏛️ არქიტექტურა
🪨 მასალები
🌍 კულტურა
📐 დაგეგმარება

ხმა მიეცით და კომენტარებში დაწერეთ — რატომ აირჩიეთ?

ამ კითხვაზე პასუხის პოვნა განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი სერიის ბოლო ოთხ სტილში.

🇨🇾 09 — CYPRIOT MEDITERRANEAN GARDEN
კვიპროსული ხმელთაშუა ზღვის ბაღი

ქვის ტრადიციული სახლები, შიდა ეზოები, ციტრუსები, ზეთისხილი და თბილი კირქვა. მშვიდი ბაღი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის სოფლის ლანდშაფტს.

🇱🇧 10 — LEVANTINE MEDITERRANEAN GARDEN
ლევანტური ხმელთაშუა ზღვის ბაღი

ქვის არქიტექტურა, დახურული ეზოები, წყალი, ჩრდილი და სურნელოვანი მცენარეები. აქ ბაღი მხოლოდ დეკორაცია არ არის — ის მიკროკლიმატსაც ქმნის.

🌿 11 — MOORISH / ISLAMIC GARDEN
მავრიტანული / ისლამური ბაღი

წყალი, გეომეტრია, ჩრდილი, კერამიკული ფილები და დეტალები. აქ ბაღი მკაფიო კომპოზიციად არის აგებული, სადაც წყალს განსაკუთრებული როლი აქვს.

🏡 12 — CONTEMPORARY MEDITERRANEAN GARDEN
თანამედროვე ხმელთაშუა ზღვის ბაღი

ტრადიციული მცენარეები და ბუნებრივი მასალები თანამედროვე არქიტექტურას, ქვისა და ხრეშის ზედაპირებს, სუფთა ხაზებსა და მინიმალისტურ წყლის ელემენტებს ერწყმის.

12 სტილი, 12 განსხვავებული ხასიათი და ერთი საერთო ზღვა. 🌊

ხმელთაშუა ზღვის ბაღები ყოველთვის ერთნაირი არ არის. 🌿თუ პირველ ნაწილში საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთის რივიერ...
19/09/2026

ხმელთაშუა ზღვის ბაღები ყოველთვის ერთნაირი არ არის. 🌿

თუ პირველ ნაწილში საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთის რივიერა ვნახეთ, ახლა უფრო განსხვავებულ ხმელთაშუა სტილებში გადავინაცვლოთ.

🇫🇷 05 — PROVENÇAL GARDEN
პროვანსული ბაღი
აქ ბაღი ხშირად თავად ლანდშაფტის გაგრძელება: მშრალი ქვის ტერასები, ზეთისხილის კორომები, ლავანდის მასივები და ბუნებრივი, ოდნავ დაუმუშავებელი ტექსტურები.
პროვანსისთვის დამახასიათებელი მშრალი ქვის ტერასები არა მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტაა, არამედ ამ რეგიონის ლანდშაფტისა და ისტორიის ნაწილია.

🇭🇷 06 — DALMATIAN / ADRIATIC GARDEN
დალმატიური / ადრიატიკის ბაღი
აქ მთავარი გმირები ქვა და ზღვაა.
ქვის კედლები, ზღვისკენ დაშვებული ტერასები, ზეთისხილი, კვიპაროსები და ხმელთაშუა ზღვის ადგილობრივი მცენარეულობა სრულიად განსხვავებულ ხასიათს ქმნის.
დუბროვნიკის ისტორიულ ბაღებში კი ეს ყველაფერი კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის — განსაკუთრებით საინტერესოა რენესანსული ბაღები და ძველი ზეთისხილის კორომები.

🇹🇷 07 — TURKISH AEGEAN GARDEN
თურქული ეგეოსის ბაღი
აქ ბაღისა და არქიტექტურის კავშირი განსაკუთრებით ძლიერია.
ბოდრუმის თეთრად კირით შეღებილი სახლები, ალაჩათის ქვის შენობები, ვიწრო ქუჩები, შიდა ეზოები, ხის დეტალები და ბუგენვილია ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელსაც ეგეოსის სანაპიროსთან ვაკავშირებთ.
აქ მცენარე მხოლოდ დეკორაცია არ არის — ის არქიტექტურის ნაწილია.

🇲🇹 08 — MALTESE MEDITERRANEAN GARDEN
მალტური ხმელთაშუა ზღვის ბაღი
მალტის ბაღებში პირველივე შთაბეჭდილებას ოქროსფერი კირქვა ქმნის.
დახურული ეზოები, ქვის კედლები, ტერაკოტა, ციტრუსები, ზეთისხილი და ზღვისპირა მცენარეულობა ქმნის სივრცეებს, სადაც არქიტექტურა და ბაღი თითქმის ერთ მთლიანობად იქცევა.
სწორედ აქ ხდება საინტერესო:
ერთსა და იმავე ხმელთაშუა კლიმატში ოთხი სრულიად განსხვავებული ბაღის ხასიათი შეიძლება ჩამოყალიბდეს.

05 — 🇫🇷 PROVENÇAL GARDEN
06 — 🇭🇷 DALMATIAN / ADRIATIC GARDEN
07 — 🇹🇷 TURKISH AEGEAN GARDEN
08 — 🇲🇹 MALTESE MEDITERRANEAN GARDEN

თქვენი აზრით, სად იწყება ბაღის ხასიათი: არქიტექტურაში, მცენარეებში თუ იმ ადგილში, რომელსაც ის ეკუთვნის? 🌿

ერთი ზღვა, მაგრამ რატომ არის მისი ბაღები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული?ზეთისხილი, ქვა და მზიანი კლიმატი საერთოა.მაგრამ...
17/09/2026

ერთი ზღვა, მაგრამ რატომ არის მისი ბაღები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული?

ზეთისხილი, ქვა და მზიანი კლიმატი საერთოა.
მაგრამ არქიტექტურა, კულტურა და ცხოვრების წესი თითოეულ ქვეყანაში სრულიად განსხვავებულ ბაღის სტილს ქმნის.

🇬🇷 Greek Mediterranean — სინათლე, ქვა და სიმარტივე.
🇪🇸 Spanish Mediterranean — ეზოები, წყალი, ჩრდილი და ფერი.
🇮🇹 Italian Mediterranean — ტერასები, ციტრუსები და არქიტექტურასთან შერწყმული ბაღი.
🇫🇷 French Riviera — ფორმალური ბაღები, ზღვის ხედები და მდიდარი მცენარეულობა.

ეს 12-ნაწილიანი სერიის პირველი ნაწილია, სადაც ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ბაღის სტილს, მათ ისტორიას, არქიტექტურასა და მცენარეულობას გავეცნობით. 🌿

რომელი ბაღის სტილი გიზიდავთ ყველაზე მეტად?
01 🇬🇷 02 🇪🇸 03 🇮🇹 04 🇫🇷

და რას ისურვებდით შემდეგ პოსტებში?
🌱 მცენარეები | 🏛️ არქიტექტურა | 🪨 მასალები | 💧 წყალი | 📐 დაგეგმარება

6 წელი სწავლის, ზრდის, შექმნისა და გაზიარების. 🌱მებაღეობიდან → ბაღის დიზაინამდე → პროექტების შექმნამდე → სწავლებამდე → S...
16/09/2026

6 წელი სწავლის, ზრდის, შექმნისა და გაზიარების. 🌱
მებაღეობიდან → ბაღის დიზაინამდე → პროექტების შექმნამდე → სწავლებამდე → SATBURI-ის ერთ-ერთ თანადამფუძნებლობამდე.
ერთი რამ უცვლელი დარჩა, მცენარეების სიყვარული.
დღეს, ჩემს გუნდთან ერთად, ამ სიყვარულს ცოდნას, ადამიანებსა და ტექნოლოგიას ვუკავშირებთ.
გზა გრძელდება. 🌿
https://satburi.com/
https://www.facebook.com/share/1a7gHiHC6x/

ვამაყობ ჩემი სტუდენტებით! მინდა გულწრფელად მივულოცო კოლეჯ  „იკაროსის“ „მებაღე-დეკორატორის“ მოკლევადიანი პროგრამის კურსდა...
14/07/2026

ვამაყობ ჩემი სტუდენტებით!

მინდა გულწრფელად მივულოცო კოლეჯ „იკაროსის“ „მებაღე-დეკორატორის“ მოკლევადიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება!
ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მათ შეიძინეს ბაღის დიზაინისა და მებაღეობის საფუძვლების ცოდნა, გაიღრმავეს ინტერესი ამ ულამაზესი პროფესიის მიმართ და გადადგეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავიანთი პროფესიული განვითარების გზაზე.

ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გელით ბევრი პრაქტიკა, მუდმივი სწავლა, ძიება და არაერთი საინტერესო ექსპერიმენტი. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებს შექმნას მწვანე, ცოცხალი და ფუნქციური სივრცეები, რომლებიც ადამიანებს ბუნებასთან კიდევ უფრო დააახლოებს.

გისურვებთ დიდ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და დაუშრეტელ შთაგონებას თქვენს მომავალ საქმიანობაში!

ინდივიდუალური ბაღი ვერ გადაარჩენს ეკოსისტემას, თუ ქალაქი ანადგურებს დიღმის ჭალას და კრწანისის ტყეს. ეს ადგილები ათწლეულე...
08/07/2026

ინდივიდუალური ბაღი ვერ გადაარჩენს ეკოსისტემას, თუ ქალაქი ანადგურებს დიღმის ჭალას და კრწანისის ტყეს. ეს ადგილები ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით საუკუნეების დიღმის ჭალების ტერიტორია. მათი ღირებულება არ არის დეკორატიული, ის ფუნდამენტურია. ათასი “მდგრადი ეზო” ამ დანაკარგს ვერ ანაზღაურებს, რადგან ეკოლოგიური სისტემები მასშტაბზეა დამოკიდებული. ამიტომ ლანდშაფტის დიზაინერი დღეს მხოლოდ სივრცის შემქმნელი ვერ იქნება. ის უნდა იყოს ადვოკატი იმ ადგილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმა არ აქვთ.
https://www.homeis.ge/ana-davrishashvilli/?fbclid=IwdGRzaAS7BgFjbGNrBLsF-2V4dG4DYWVtAjExAHNydGMGYXBwX2lkDDM1MDY4NTUzMTcyOAABHkkVazA0O50gza5XqlqKmUwrNjQEQvuvutIGZZGp8HAoADXF5TwPBq4WyMCA_aem_MJk7tZOCdZM9X_kicxTvZQ

ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ მცენარეების შერჩევა და ესთეტიკური სივრცეების შექმნა […] სრულად

🌳ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ მცენარეების შერჩევა არ არის.🏡ეს არის სივრცის გააზრებული ფორმირება, სადაც არქიტექტურა, ბუნება,...
03/07/2026

🌳ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ მცენარეების შერჩევა არ არის.
🏡ეს არის სივრცის გააზრებული ფორმირება, სადაც არქიტექტურა, ბუნება, სინათლე, წყალი და მასალა ერთიან გამოცდილებად იქცევა.
🏞️ ამ კონცეპტუალურ ვიზუალიზაციაში მთავარი იდეაა ბაღი, როგორც საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივი გაგრძელება, ადგილი დასვენებისთვის, შეკრებისთვის და ყოველდღიური სიმშვიდისთვის.

🏔️როდესაც ბაღი საკმაოდ დამრეც ფერდობზე იგეგმება, მთავარი გამოწვევა სივრცის სწორად ორგანიზებაა ისე, რომ ლანდშაფტი ბუნებრი...
03/06/2026

🏔️როდესაც ბაღი საკმაოდ დამრეც ფერდობზე იგეგმება, მთავარი გამოწვევა სივრცის სწორად ორგანიზებაა ისე, რომ ლანდშაფტი ბუნებრივად აღიქმებოდეს და თითოეულ ზონას საკუთარი ფუნქცია ჰქონდეს.

🏔️ამ პროექტში დეკორატიული ბაღი და ხეხილის ზონა ერთიან კომპოზიციად გავაერთიანეთ. მრავალფეროვანი მცენარეები, ხეხილი, ხის კიბეები და ბილიკები სივრცეს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაღში გადაადგილებას საინტერესო გამოცდილებად აქცევს.

🏔️ყველაზე ზედა დონეზე მოეწყო ვაზის სივრცე მოსასვენებელი ზონით, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება.

🏔️ფერდობიანი რელიეფი ყოველთვის განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში კი ის არა შეზღუდვა, არამედ ბაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ხდება.

კერძო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი, სადაც მთავარი მიზანი არსებული სივრცის ხასიათის შენარჩუნება და მისი თანამედროვე, ფუნქ...
22/05/2026

კერძო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი, სადაც მთავარი მიზანი არსებული სივრცის ხასიათის შენარჩუნება და მისი თანამედროვე, ფუნქციურ გარემოდ გარდაქმნა იყო.

პროექტში შენარჩუნდა არსებული კვიპაროსები, პალმები და სუროთი დაფარული კედლები. სივრცეში ინტეგრირდა სხვადასხვა დასასვენებელი ზონა, წყლის ელემენტები, გამწვანებაში გამავალი ბილიკები და ვაზისთვის განკუთვნილი პერგოლები.

დეკორატიული მცენარეებისა და შერჩეული ხეების დამატებით შეიქმნა მშვიდი და ჰარმონიული გარემო, სადაც ბუნება და არქიტექტურა ერთიან სივრცედ ერწყმის ერთმანეთს.

პ.ს. პროექტი სამწუხაროდ არ განხორციელდა

Address

Bob Walsh 30
Tbilisi
0159

Telephone

+995599640340

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Landscape Concept posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Landscape Concept:

Shortcuts

Share