Construction Service

Construction Service Our organization is a full service construction company with it’s own European standard steel manufacturing plant.
(1)

ISO სერთიფიცირებული ლითონ-კონსტრუქციების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია

ISO Certified Construction Company, operating two ISO certified steel structure factories in Rustavi, Georgia Few of our services include:

1.Design;
2.Steel structure manufacturing and painting according to EN standards;
3.Production of pre-stressed polygonal concrete beams and reinforced I beams;
4.Earth works;
5.Trans

portation and installation on site;
6.Reinforced concrete and other construction works;

We employee EN certified welders, whose work is constantly checked both by our in-house and independent EN certified laboratories. For further information please contact us on e-mail [email protected] or visit our website : www.cs.ge

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი Construction Service-ის საწარმოო პორტფოლიოდან.ჩვენს საწარმოში დამზადდა 24.02 მეტრის სიმაღლ...
14/08/2026

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი Construction Service-ის საწარმოო პორტფოლიოდან.

ჩვენს საწარმოში დამზადდა 24.02 მეტრის სიმაღლის ინდუსტრიული ღუმელის გამოწვის კონსტრუქცია.

ასეთი ტიპის კონსტრუქციის წარმოება მოითხოვს მაღალ სიზუსტეს, ხარისხის კონტროლსა და თითოეული დეტალის სწორად დამუშავებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ლითონის ელემენტების დეტალური დამუშავება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

აღნიშნული პროექტი ჩვენი საწარმოო გამოცდილების კიდევ ერთი მაგალითია და ადასტურებს, რომ დიდი მასშტაბის ინდუსტრიული კონსტრუქციების დამზადება ჩვენი შესაძლებლობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

კომპანია Construction Service აგრძელებს მაღალი ხარისხის ინდუსტრიული დანიშნულების მქონე პროდუქციის წარმოებას.ამჯერად, ერთ...
31/07/2026

კომპანია Construction Service აგრძელებს მაღალი ხარისხის ინდუსტრიული დანიშნულების მქონე პროდუქციის წარმოებას.

ამჯერად, ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაკვეთით წარმატებით დამზადდა 60 მ³ მოცულობის სამგანყოფილებიანი საწვავის მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელიც აღჭურვილია ანტიკოროზიული დაცვით როგორც შიგნიდან, ისე გარედან, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

Construction Service-ის საწარმოო შესაძლებლობები გვაძლევს საშუალებას დავამზადოთ ნებისმიერი მოცულობის, დიამეტრისა და კონფიგურაციის ავზები სხვადასხვა ინდუსტრიული, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და კომერციული პროექტებისთვის, მომხმარებლის მოთხოვნებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული გათვალისწინებით.

Construction Service – საიმედო პარტნიორი თანამედროვე საინჟინრო და სამშენებლო გადაწყვეტილებებისთვის.

28/07/2026

2026 წლის 27 ივლისს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრის ფარგლებში, კომპანია Construction Service-ის დამფუძნებელმა, ბატონმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის დაწყებული აქტიური დიალოგი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები.

მისივე თქმით, დისკუსიების პროცესში გამოიკვეთა არაერთი ანგარიშგასაწევი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებას, ადგილობრივი კომპანიების გაძლიერებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

28/07/2026

მიმდინარე წლის 27 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი რევაზ სოხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდნენ, სადაც განხილულ იქნა დარგში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური რეფორმები.

აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო კომპანია Construction Service-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ბატონი გიორგი გაბუნია.

ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში დამოუკიდებელი ტექნიკური მექანიზმის დანერგვა, რომელიც მხარეებს შორის წარმოშობილ ტექნიკურ დავებს ოპერატიულად, ობიექტურად და პროფესიონალურად განიხილავს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპროექტო კომპანიების პროექტის განხორციელების სრულ ციკლში ჩართულობის აუცილებლობაზე. ბატონი გიორგის თქმით, არსებული პრაქტიკით, ტენდერის დასრულების შემდეგ საპროექტო ორგანიზაციები პროექტის განხორციელებაში აღარ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა პროექტი შესრულების პროცესში გარკვეულ ტექნიკურ კორექტირებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, საპროექტო კომპანიების უწყვეტი ჩართულობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას, პროცესების ეფექტიან მართვასა და პროექტების ხარისხიან შესრულებას.

მიმდინარე წლის 27 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრი - ბატონი რევაზ სოხაძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად...
27/07/2026

მიმდინარე წლის 27 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრი - ბატონი რევაზ სოხაძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს დარგში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური რეფორმები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული დანერგვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ისე ცვლილებების ეფექტიანი განხორციელება, ხოლო სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვა კომპრომისს არ ექვემდებარება.

აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეული გახლდათ კომპანია Construction Service-ის დამფუძნებელი და დირექტორი - ბატონი გიორგი გაბუნია, რომლის პროფესიული საქმიანობა და განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამოქალაქო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კიდევ ერთი წარმატებით განხორციელებული კომერციული პროექტი Construction Service-ის მიერ.ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომ...
24/07/2026

კიდევ ერთი წარმატებით განხორციელებული კომერციული პროექტი Construction Service-ის მიერ.

ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიის დაკვეთით, კომპანია Construction Service კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

მის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ დამზადდა და დამონტაჟდა ხიდისა და მრგვალი კიბის კონსტრუქციები, რომელთა დეტალები შესრულებულია მაღალი ხარისხის სტანდარტების, საინჟინრო სიზუსტისა და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენთვის ყოველი ახალი პროექტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ხარისხი, გამოცდილება და პასუხისმგებლობა საუკეთესო შედეგს ქმნის.

თითოეული წარმატებით განხორციელებული სამუშაო ჩვენი გუნდის კვალიფიკაციის, პასუხისმგებლობისა და ერთიანი ძალისხმევის შედეგია. მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და მაქსიმალური ჩართულობა.

Construction Service — ვქმნით კონსტრუქციებს, რომლებიც აერთიანებს ინჟინერიას, ხარისხსა და ნდობას.

🏗️ Construction Service-ის მიერ წარმატებით ხორციელდება კიდევ ერთი მასშტაბური ინდუსტრიული პროექტი: 25 200 კვ.მ ფართობის თ...
03/07/2026

🏗️ Construction Service-ის მიერ წარმატებით ხორციელდება კიდევ ერთი მასშტაბური ინდუსტრიული პროექტი: 25 200 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე კომპლექსისთვის მიმდინარეობს ლითონკონსტრუქციული სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დამზადდა და დამონტაჟდა 1 300 ტონა გადახურვისა და ფასადის ლითონკონსტრუქცია, რაც მოიცავდა 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციული ელემენტის მაღალტექნოლოგიურ და ზუსტ მონტაჟს.

პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციების განსაკუთრებული სიზუსტით შესრულებული სამუშაოები, რომელთა გეომეტრიული პარამეტრები პრაქტიკულად მილიმეტრიან სიზუსტეში იყო დაცული. სწორედ ამ უმაღლესი ხარისხის შესრულებამ შესაძლებელი გახადა 1 მმ-მდე დაშვებით დამზადებული ლითონკონსტრუქციების დამატებითი კორექტირების გარეშე, სწრაფი, ზუსტი და ეფექტური მონტაჟი.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის. სწორედ ასეთი პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით განვახორციელოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ტექნიკურად რთული და მასშტაბური პროექტები.

განსაკუთრებული მადლობა კი აღნიშნულ პროექტში ჩართულ Construction Service-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმმა, გამოცდილებამ, პასუხისმგებლობამ და თავდადებულმა შრომამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი ხარისხის შედეგი სწორედ ძლიერი გუნდის დამსახურებაა.

Construction Service — საინჟინრო სიზუსტე, ხარისხი და საიმედო პარტნიორობა.

20/06/2026

🌉 Construction Service ინტენსიურად აგრძელებს საქართველოში პირველი ლითონის თაღოვანი ხიდის მშენებლობას — მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც თანამედროვე საინჟინრო შესაძლებლობებისა და ინოვაციური მიდგომების გამორჩეული მაგალითი იქნება.

🏗️ პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.🚀

Construction Service — ვაშენებთ ხიდებს, რომლებიც ადამიანებს, ქალაქებსა და შესაძლებლობებს აკავშირებს.

17/06/2026

მოხარულები ვართ, რომ კომპანია “ავტოტექნო"-მ თავის სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენს მრავალწლიან და წარმატებულ თანამშრომლობას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური შეფასება და ნდობა, რომელიც "ავტოტექნო"-ს წარმომადგენლებმა Construction Service-ის მიმართ გამოხატეს. მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და საერთო მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა რეალურ შედეგებს ქმნის.

მადლობას ვუხდით "ავტოტექნო"-ს თანამშრომლობის ისტორიისა და ჩვენი კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენისთვის.

ვაფასებთ ამ ურთიერთობას და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება. ავტოტექნო · AUTOTECHNO

11/06/2026

Construction Service-მა წარმატებით დაასრულა ხაბუმე-ზუმის დამაკავშირებელ გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის ნაწილია და რეგიონის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ემსახურება.

Address

Mazniashvili Street 2
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

995599500559

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Construction Service posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Construction Service:

Shortcuts

Share