Archiliga • არქილიგა

Archiliga • არქილიგა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Archiliga • არქილიგა, Architectural Designer, Pushkin Street #35, Batumi.

არქიტექტურული სტუდია 15-წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვქმნით ფუნქციურ და ესთეტიკურ გარემოს, სადაც თითოეული დეტალი დაფუძნებულია ფუნდამენტურ ცოდნასა და აკადემიურ სიზუსტეზე.

16 სართულიანი კომპლექსი Marina Club სასტუმროებისა და აპარტამენტების ბლოკებისგან შედგება.პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებულ...
26/08/2026

16 სართულიანი კომპლექსი Marina Club სასტუმროებისა და აპარტამენტების ბლოკებისგან შედგება.

პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალური სტილით. შენობის ორი ცილინდრული კოშკი - ვერტიკალური „მოძრაობის" ეფექტით ქმნის დინამიკურობის შთაბეჭდილებას. სახურავის ფართო ვიტრაჟური ზოლი კი კომპლექსს სიმსუბუქეს მატებს.

კომპლექსის ფუნქციური სტრუქტურა:

•პრემიუმ კლასის სასტუმრო სრული ფუნქციონალით.
•აპარტამენტები: ორ ბლოკში, სხვადასხვა ტიპოლოგიითა და ხედებით ქალაქსა და ზღვაზე.
•კომერციული სივრცე: ქვედა სართული დათმობილია სხვადასხვა კომერციული სივრცისთვის.

პროექტი მდებარებს : ბათუმში ,ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N17

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ მოქმედებს სივრცე თქვენს განწყობაზე? მეცნიერები უკვე წლებია საუბრობენ იმაზე, რომ გარემო პირდაპ...
21/08/2026

ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ მოქმედებს სივრცე თქვენს განწყობაზე?

მეცნიერები უკვე წლებია საუბრობენ იმაზე, რომ გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, პროდუქტიულობაზე და ურთიერთობებზეც კი. სინათლე, ფერები, სივრცის ორგანიზება და ბუნებასთან კავშირი ჩვენს ყოველდღიურ განცდებს ფორმას აძლევს.

▪️ჩვენ ვქმნით სივრცეს ჩვენი გემოვნების, ღირებულებებისა და ცხოვრების წესის მიხედვით. მაგრამ შემდეგ ეს სივრცე ყოველდღიურად მოქმედებს ჩვენზე - გვამშვიდებს, გვაძლევს ენერგიას ან პირიქით, გვღლის.

🔘სახლი შეიძლება იყოს უბრალოდ კედლები და სახურავი. ან შეიძლება გახდეს სივრცე, რომელიც უკეთეს ცხოვრებას ქმნის.არჩევანი სწორედ დაგეგმვის ეტაპზე იწყება.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორიული კომპლექსი ხელვაჩაურში. 3 სართულიანი ლაბორატორიული კომპლექსის ძირითად პროფილს...
18/08/2026

საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორიული კომპლექსი ხელვაჩაურში.

3 სართულიანი ლაბორატორიული კომპლექსის ძირითად პროფილს სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის გამოყვანა წარმოადენს კონტროლირებულ პირობებში.

დიზაინის კონცეფცია:
-ფასადი ირეგულარული გეომეტრიული დეტალებითაა დატვირთული, რომელიც ერთდროულად გამოხატავს ინოვაციასა და ქმნის კონფიდენციალურობას.
-სათბური,რომელიც შუქგამტარი მინისგან არის კონსტრუირებული იძლევა ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას.

კომპლექსი მოიცავს:

•3სართულიან ლაბორატორიას ექსპრესიული ავანგარდული ფორმით.
•სათბურს,რომელიც ლაბორატორიასთან ფუნქციურად დაკავშირებულია .
•გარე ტერიტორიას კეთილმოწყობილი, პარკინგითა და მოსასვენებელი ზონებით.

„არქილიგამ" ამ პროექტში დაამტკიცა, რომ ინდუსტრიულ ობიექტსაც შეუძლია ჰქონდეს პრემიუმ კლასის არქიტექტურული დიზაინი.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

საკუთარი სახლის აშენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში.არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პ...
11/08/2026

საკუთარი სახლის აშენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში.
არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა მომავალში ბევრ შეცდომას აგარიდებთ:

▪️ როგორია ჩემი ცხოვრების სტილი?დიდ დროს ატარებთ სახლში თუ მუდმივად მოძრაობაში ხართ?
-სივრცე პირველ რიგში თქვენს ყოველდღიურობას უნდა მოერგოს.
▪️როგორ შეიცვლება ჩემი საჭიროებები მომავალში?
ოჯახის ზრდა, ბავშვები, დისტანციური მუშაობა.
-სახლი მხოლოდ დღევანდელი საჭიროებებისთვის არ უნდა დაიგეგმოს.
▪️რა არის ჩემი რეალური ბიუჯეტი?
მშენებლობის ღირებულება მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. -აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საინჟინრო სისტემები, ინტერიერი, გარე მოწყობა და გაუთვალისწინებელი ხარჯები.
▪️რომელი სივრცეებია ჩემთვის პრიორიტეტული?
დიდი მისაღები? სამუშაო კაბინეტი? ეზოსთან დაკავშირებული ტერასა? -პრიორიტეტების განსაზღვრა პროექტს უფრო ფუნქციურს ხდის.
▪️რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობა?
-კარგი თბოიზოლაცია და სწორად დაგეგმილი სივრცეები მომავალში მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
▪️რამდენ დროს ვგეგმავ ამ სახლში ცხოვრებას?
-თუ სახლი გრძელვადიანი საცხოვრებელია, გადაწყვეტილებები მხოლოდ ესთეტიკაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.
▪️ვის ვანდობ პროექტირებას?
-კვალიფიციური არქიტექტორი და პროფესიონალური დაგეგმვა არა ხარჯი, არამედ ინვესტიციაა.

სწორად დასმული კითხვებით უფრო კომფორტული და ღირებული იქნება შედეგი.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

Rainbow - 15 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის არქიტექტურულ დამუშავებაზე „არქილიგას" ჯგუფმა იმუშავა. სახელი ,...
06/08/2026

Rainbow - 15 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის არქიტექტურულ დამუშავებაზე „არქილიგას" ჯგუფმა იმუშავა.

სახელი ,,Rainbow” ფასადის ვიზუალში და პროექტის ფილოსოფიაშიც იკვეთება.
ის გამოირჩევა ფერადი ჰორიზონტალური სარტყლებით ფასადზე ,რომლის ღია ლურჯი, ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები ანიჭებენ შენობას ინდივიდუალურობას.

პროექტის ფუნქციური სტრუქტურა:

•სასტუმრო ნომრები: პრემიუმ სერვისებითა და საერთაშორისო სტანდარტის განლაგებით.
•აპარტამენტები: განკუთვნილი როგორც მუდმივი საცხოვრებლისთვის, ასევე სასტუმრო გაქირავებისთვის.

მისამართი:ქ.ბათუმი,ადლიის ქ.N6

„არქილიგა" — 2010 წლიდან ვქმნით სივრცეებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქალაქის იერსახეს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

არქიტექტურაში ტრენდები მხოლოდ ვიზუალს არ ეხება. ისინი ასახავენ იმას, თუ როგორ სურთ ადამიანებს ცხოვრება, მუშაობა და გარემ...
03/08/2026

არქიტექტურაში ტრენდები მხოლოდ ვიზუალს არ ეხება. ისინი ასახავენ იმას, თუ როგორ სურთ ადამიანებს ცხოვრება, მუშაობა და გარემოსთან ურთიერთობა.

2025-2026 წლების აქტუალური მიდგომებია:

▪️ბიოფილია - ბუნება შენობაში.
ადამიანები სულ უფრო მეტად ეძებენ ბუნებასთან კავშირს. დიდი ვიტრაჟები, შიდა გამწვანება, ბუნებრივი მასალები და დღის სინათლის მაქსიმალური გამოყენება თანამედროვე სივრცეების განუყოფელი ნაწილი ხდება.
▪️მინიმალიზმი - თანამედროვე მინიმალიზმი აღარ ნიშნავს ცარიელ და უსიცოცხლო სივრცეს. აქცენტი კეთდება სისუფთავეზე, ფუნქციურობაზე და დეტალებზე, რომლებიც სიმყუდროვეს ქმნიან.
▪️ენერგოეფექტურობა - დღეისათვის ის როგორც სტანდარტი აუცილებლობად იქცა. სწორი თბოიზოლაცია და ენერგიის დაზოგვის სისტემები მნიშვნელოვნად ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებსა და გარემო ზემოქმედებას.

მთავარი ტრენდი კი, ერთია ადამიანები აღარ ეძებენ მხოლოდ ლამაზ შენობებს, ისინი ეძებენ სივრცეებს, რომლებშიც უკეთესად იცხოვრებენ.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

„არქილიგას“ მორიგი პროექტი - თანამედროვე კულტურის ცენტრი, გურიაში, რომელიც 500 ადმაიანზეა გათვლილი. არქიტექტურა: მონუმენ...
29/07/2026

„არქილიგას“ მორიგი პროექტი - თანამედროვე კულტურის ცენტრი, გურიაში, რომელიც 500 ადმაიანზეა გათვლილი.

არქიტექტურა: მონუმენტური სვეტები, კლასიკური თაღი და დახვეწილი, თბილი ფერების პალიტრა.

დანიშნულება: 500-ადგილიანი დარბაზი, რომელიც მზად არის კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის.

დეტალები: ფასადზე ინტეგრირებული ლირის სიმბოლიკა და გარე განათება, რომელიც ხაზს უსვამს შენობის კულტურულ მნიშვნელობას.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

არქიტექტორთან პირველი შეხვედრა მხოლოდ იდეების გაზიარება არ არის - ეს არის ეტაპი, სადაც თქვენი მომავალი სახლის, ოფისის თუ...
27/07/2026

არქიტექტორთან პირველი შეხვედრა მხოლოდ იდეების გაზიარება არ არის - ეს არის ეტაპი, სადაც თქვენი მომავალი სახლის, ოფისის თუ კომერციული სივრცის საფუძველი იდება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე სწორი კითხვების დასმა:

➖როგორ მოარგებთ პროექტს ჩემს ცხოვრების სტილს?
🔘კარგი არქიტექტურა მხოლოდ ლამაზი ვიზუალი არ არის. ის უნდა პასუხობდეს თქვენს ყოველდღიურ ჩვევებს, საჭიროებებსა და გეგმებს.
➖რა ბიუჯეტზეა რეალურად გათვლილი ეს პროექტი?
🔘ხშირად იდეა და რეალური ბიუჯეტი ერთმანეთს არ ემთხვევა. პროფესიონალი არქიტექტორი თავიდანვე დაგეხმარებათ ფინანსური ჩარჩოების სწორად განსაზღვრაში.
➖ როგორ შეიძლება სივრცე განვითარდეს მომავალში?
🔘ოჯახი იზრდება, ბიზნესები ფართოვდება, საჭიროებები იცვლება. კარგი პროექტი მხოლოდ დღევანდელობაზე არ არის გათვლილი.
➖რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ ნაკვეთზე ან სივრცეში?
🔘რელიეფი, მზის მიმართულება, კომუნიკაციები, რეგულაციები,დეტალები, რომლებიც პროექტის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
➖როგორია სამუშაო პროცესი და რა ეტაპებს გავივლით ერთად?
🔘რაც უფრო მკაფიოა პროცესი, მით ნაკლებია გაუგებრობები და მოულოდნელი ხარჯები.

დარწმუნდით, რომ თქვენს იდეებს პროფესიონალი გუნდი უსმენს, აანალიზებს და რეალურ, ფუნქციურ სივრცედ აქცევს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

ინდივიდუალური სახლის რეკონსტრუქცია ჩაქვში. „არქილიგას“ გუნდმა ნახევრად დანგრეული ქვის ნაგებობა თანამედროვე ვილად ვაქციეთ...
23/07/2026

ინდივიდუალური სახლის რეკონსტრუქცია ჩაქვში.

„არქილიგას“ გუნდმა ნახევრად დანგრეული ქვის ნაგებობა თანამედროვე ვილად ვაქციეთ და ახალი ფუნქცია მივანიჭეთ.

მთავარი ცვლილებები:

•ფასადის მოდერნიზაცია: ქვის ბაზას დაემატა ლითონის სუფთა კონსტრუქციები.
•სივრცის ტრანსფორმაცია: ინტერიერი გადაკეთდა ღია, ნათელ სივრცედ პანორამული კარ-ფანჯრებით.
•ინფრასტრუქტურა: მოეწყო აუზი, ლაუნჯ-ზონა და ფუნქციური გარე განათება.

ჩვენ არ ვცვლით ისტორიას, ჩვენ მას თანამედროვე არქიტექტურული ენით ვაგრძელებთ.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

არქილიგა გთავაზობთ სრულყოფილ არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებას როგორც კერძო, ისე კომერციული და სამრეწველო მიმართულე...
20/07/2026

არქილიგა გთავაზობთ სრულყოფილ არქიტექტურულ და საპროექტო მომსახურებას როგორც კერძო, ისე კომერციული და სამრეწველო მიმართულებით.

ჩვენ ვაპროექტებთ:

✔️ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს
✔️მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებს
✔️სასტუმროებსა და აპარტ-კომპლექსებს
✔️საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს
✔️სამრეწველო და სპეციალური დანიშნულების ობიექტებს
✔️ინტერიერის დიზაინს
✔️3D ვიზუალიზაციას

არქილიგას მიდგომა უცვლელია - პროფესიონალური დაგეგმვა, უსაფრთხო კონსტრუქცია და ხარისხი, რომელიც დროს უძლებს.

ყველა ტიპის ობიექტი - ერთი სტანდარტი.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞568 10 91 04

Address

Pushkin Street #35
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

568109104

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Archiliga • არქილიგა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share