Inex Group & Georgian Logistik, ამანათები ავსტრიიდან

Inex Group & Georgian Logistik, ამანათები ავსტრიიდან სწრაფი გზავნილები..
� +436766507725

24/03/2026

პასკა♥️ 🧁
ნამდვილი ქართული გემოთი 🇬🇪
რბილი, სურნელოვანი და სიყვარულით გაკეთებული ❤️

👉 500 გრ – 13€

მობრძანდით და დააგემოვნეთ 🥰
Sachsenplatz 7
1200 Wien

Gio‘s Bäckerei

☎️ +43 1 2528994

P***A – jetzt frisch bei uns! 🧁✨

Unsere traditionelle P***a wird täglich frisch gebacken –
handgemacht nach georgischer Art 🇬🇪

Saftig, aromatisch und mit viel Liebe zubereitet ❤️

👉 500 g – 13€

Kommt vorbei und probiert selbst – solange der Vorrat reicht!

Gio‘s Bäckerei Sachsenplatz 71200 Wien ☎️+43 1 2528994
21/03/2026

Gio‘s Bäckerei
Sachsenplatz 7
1200 Wien

☎️+43 1 2528994

31/01/2026

მოგესალმებით 😌
როგორც ჩანს, ჭორები ჩვენზე უფრო სწრაფად გადაადგილდება, ვიდრე ამანათები 🤭
გავიგონეთ, თითქოს აღარ ვმუშაობთ და ამანათები 🎁 აღარ დაგვაქვს,
იმიტომ რომ „თათიამ თონე გახსნა და აღარ სცალია“ 😄
(ეს რომ არ არის, თანაც ისე „კაცური“ საქციელი არაა 😉 — ასე ნაშოვნი ხალხი ბოლოს მაინც გაგექცევათ 🤷🏻‍♀️)

ნურასუკაცრავად 😉
ვმუშაობთ აქაც და იქაც, ორმაგი ენერგიით 💪
ამანათებიც მიდის, რეისებიც მიდის და ჩვენც ადგილზე ვართ, როგორც ყოველთვის 🥰

თუ ოდესმე რამე შეიცვლება, არ ინერვიულოთ — პირველები თქვენ გაიგებთ 📣
მანამდე კი… ვაგრძელებთ საქმეს და დიდ მადლობას გიხდით თქვენ, ჩვენს ერთგულ ხალხს ❤️

შემდეგი რეისი:
📅 14.02.2026
🚛 🇬🇪 ➡️ 🇦🇹
📞 +43 676 650 7725

06/01/2026

უდიდესი მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის, სიყვარულისთვის და გულწრფელი სიტყვებისთვის ❤️
მართლა ამიჩუყა გული… თითოეული შეტყობინება, თითოეული სიტყვა უდიდესი ძალა და მოტივაციაა ჩემთვის.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელია თქვენთან ერთად ვარ, თქვენს გვერდით, და რომ ჩვენი ურთიერთობა ნდობაზე, პატივისცემასა და ადამიანობაზე დგას. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
მინდა იცოდეთ, რომ ვრჩები ისევ თქვენთან — შეთანხმებული განრიგით და იმავე გულით, როგორც ყოველთვის 🥰

გილოცავთ შობას 🎄✨🥂🍾🥰
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულს და თბილ ოჯახურ დღეებს.
იყოს ეს შობა სინათლის, სიკეთისა და ახალი იმედების მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ❤️

დიდი მადლობა, რომ ხართ ♥️

04/01/2026

მინდა გულიდან წამოსული დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს,
ვინც ამდენი წლის განმავლობაში მენდობოდა,
ვინც სარგებლობდა იმ სერვისით, სადაც მე ვთანამშრომლობდი,
ვინც ნდობა გამომიცხადა და არჩევანი ჩემზე გააკეთა.

ეს ნდობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ სიტყვა.
მე მთელი ამ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ვემსახურებოდი ყველას —
ხშირად საკუთარ დროზე, ენერგიაზე და ჯანმრთელობაზეც კი უარის თქმის ფასად.
და გულწრფელად ვიცი, რომ ვინც პირადად მიცნობს, იცის:
მე ყოველთვის ბოლომდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ადამიანურად ვუდგებოდი ყველას.
ვიცი ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩემით კმაყოფილება ბევრისგან მომისმენია —
და ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო.

ვინც პირადად არ მიცნობს, მოკლედ გაგეცნობით:
მე ვარ თათია, მყავს ოთხი შვილი და მეუღლე.
ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ჩვენი ოჯახის დიდი ოცნება —
საცხობი Gio’s Bäckerei,
რომელიც დედაჩემის, ჩემი მეგობრების და მთელი ოჯახის დახმარებით შევძელით.

ეს ადგილი ჩვენთვის უბრალოდ ბიზნესი არ არის.
აქ ჩავდეთ გული, სული, ძალა და ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნდა.
დღე და ღამე იქ ვართ — ვმუშაობთ მთელი ოჯახით,
იმ იმედით, რომ თქვენამდე მოვიტანოთ საუკეთესო პროდუქტი —
როგორც აქაური, ისე ქართული,
ისეთი, როგორსაც საკუთარ ოჯახს შევთავაზებდით.

ახლა კი მინდა გულწრფელად აგიხსნათ ჩემი მდგომარეობა,
რადგან ამანათების თემაზე ბევრს გიფიქრიათ და მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ.

თუ მე ამ საქმიანობას თავს დავანებებ,
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება —
და ამას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა,
რომელიც გულზე ძალიან მძიმედ მხვდება.

მეხათრება ჩემი ერთგული მომხმარებლების,
მეხათრება ის კურიერი,
რომელიც ამდენი წელი პატიოსნად და კეთილსინდისიერად გვემსახურებოდა.

მაგრამ სიმართლე ის არის, რომ დღეს მე უკვე სხვა რეალობაში ვარ.
მყავს ოჯახი, ოთხი შვილი და წამოვიწყე ახალი საქმე,
რომელიც მთელ ჩემს დროს და ენერგიას მოითხოვს.
ფიზიკურად აღარ შემიძლია მთელი კვირა სახლში ვიჯდე
და დაველოდო ამანათებს —
როდის მოუნდებათ მოტანა, როდის წაღება.

რეალურად შემიძლია ამანათების მიღება და გაცემა მხოლოდ შაბათს,
და ასევე შესაძლებელია, რომ კვირას გაიტანონ.
დანარჩენ დღეებში გამონაკლისი შეიძლება იყოს,
მაგრამ მხოლოდ წინასწარი, ადამიანური შეთანხმებით
და არა ისე, რომ ვინმემ თავი დამავალდებულოს.

თქვენ კარგად მიცნობთ —
მე ყოველთვის ვუწყობდი ხელს ადამიანებს:
სახლში მიტანით,
გვიან გადახდის ნებართვით,
ხშირად ისე, რომ ზოგი წავიდა, გადაიკარგა
და მე ჩემი მცირე შემოსავლებიდან დამიფარავს მათი ვალიც.

ამიტომ მინდა გულწრფელად გითხრათ:
ტკბილ სიტყვას შეუძლია ბევრი,
თხოვნას შეუძლია ყველაფერი,
მაგრამ ბრძანებას — ვერაფერი.

მე არ ვარ ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის,
მაგრამ დღეს რეალურად ვდგავარ არჩევანის წინაშე.

და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას გულწრფელად, როგორც ადამიანებს,
ვინც ამდენი წელი ჩემ გვერდით იყავით:

👉 დავრჩე ისევ ამანათებში, ამ პირობებით, თუ არა?

თქვენი აზრი ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია.
მადლობა ყველას ნდობისთვის, გაგებისთვის და ამდენწლიანი ურთიერთობისთვის.
რაც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება,
ეს მადლიერება გულიდან არასოდეს გაქრება. ❤️

01/08/2025

დავბრუნდი 🥰 შემახსენეთ, ხვალინდელ რეისზე 🚛 ვინც აგზავნით 🎁🥰 არავინ გამომრჩეს 🙈

27/06/2025

მოგესალმებით 🥰 დროებით ვარ საქართველოში და დამიკავშირდით , ინტერნეტის საშუალებით , ვმუშაობთ ჩვეულებრივ 🥰

სამწუხაროდ , წინა შაბათის რეისს ეხება..☹️ სავარაუდოდ დააგვიანდება მთელი კვირა, ასევე 🇬🇪 -დანაც , ვერ ჩამოვიდა🎁ხვალინდელი...
20/06/2025

სამწუხაროდ , წინა შაბათის რეისს ეხება..☹️ სავარაუდოდ დააგვიანდება მთელი კვირა, ასევე 🇬🇪 -დანაც , ვერ ჩამოვიდა🎁ხვალინდელი რეისიც გაუქმებულია😟(არ გვინდა გზაში 🚛 დიდხანს იყოს) შემდეგი რეისი იქნება მომდევნო შაბათს 28.06.25 ში 🥰

17/06/2025

მოგესალმებით 🥰 ამ კვირაში ვინმეს თუ გნებავთ , ელექტრო ნივთების გაგზავნა 🚛საქართველოში 🇬🇪, ისე რომ არ გამბაჟდეს დამიკავშირდით 💃🕺

Adresse

Wien

Telefon

+436766507725

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Inex Group & Georgian Logistik, ამანათები ავსტრიიდან erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Service Kontaktieren

Nachricht an Inex Group & Georgian Logistik, ამანათები ავსტრიიდან senden:

Teilen

Kategorie