25/06/2026
⚡️ სამუშაო პროცესი: ელექტროგაყვანილობის მონტაჟი შელესვამდე!
ფოტოებზე ხედავთ კაბელების გაყვანის, განშტოების კოლოფებისა და როზეტების ბუდეების (პოდროზეტნიკების) მონტაჟის ეტაპს.
ყველაფერი კეთდება მაქსიმალური სიზუსტით, შტუკატურკას მაიაკების გათვალისწინებით, რათა კედლების გასწორების შემდეგ ზედაპირი იყოს იდეალურად გლუვი.
რა იგეგმება შემდეგ ეტაპზე?
ვინაიდან გამოყენებულია მრავალწვერიანი (დრეკადი) კაბელი, საიმედოობისთვის აუცილებელია სპეციალური დამუშავება. მომავალში განხორციელდება მავთულების დაპრესვა (ოპრესოვკა) NSHVI (ნშვი) ბოლოებით. ეს უზრუნველყოფს იდეალურ და მყარ კონტაქტს როზეტთან ან ნებისმიერ სხვა მექანიზმთან და სრულად გამორიცხავს კაბელის დაზიანებას ან გაცხელებას.