Gardens at Lisi • ბაღები ლისზე

Gardens at Lisi • ბაღები ლისზე მწვანე სივრცეების შექმნა სიყვარულითა და პროფესიონალიზმით! ერთად შევქმნათ თქვენი მწვანე ცხოვრება 🌿

25/04/2026

მივესალმებით, ჩვენს ახალ წევრებს!!! Giorgi Atuashvili, ბელა ბურჯანაძე, Merab Khingava, Marina Otarashvili

ამ დღეებში ამინდი ისევ არასტაბილურია. დღეს მოსალოდნელია დაახლოებით 18-20°C-მდე, თუმცა უახლოეს 2–3 დღეში ტემპერატურა შესა...
22/04/2026

ამ დღეებში ამინდი ისევ არასტაბილურია. დღეს მოსალოდნელია დაახლოებით 18-20°C-მდე, თუმცა უახლოეს 2–3 დღეში ტემპერატურა შესაძლოა ~9°C-მდე დაეცეს. განსაკუთრებით გრილა ღამით.

ამ პირობებში რეკომენდირებულია:

🌱 თბილი სეზონის კულტურები (მაგ. პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ბადრიჯანი) ღია გრუნტში ჯერ არ გადარგოთ, განსაკუთრებით თუ ღამის ტემპერატურა დაბალია
🧤 უკვე დარგული ნერგები, განსაკუთრებით სუსტი ან ახალგაზრდა მცენარეები, ღამით დაფარეთ აგროფიბრით ან მსუბუქი საფარით
💧 მორწყვა შეზღუდეთ, რომ ზედმეტი ტენიანობა არ დაგროვდეს
🌿 უფრო გამძლე კულტურები (მაგ. სალათა, ისპანახი, ბოლოკი) ამ ეტაპზე უკეთ იტანენ ასეთ რყევას და შეიძლება დარჩეს ღია სივრცეში

სეზონი ჯერ არ არის ბოლომდე სტაბილური, ამიტომ ახლა უკეთ მუშაობს ფრთხილი, ეტაპობრივი დარგვა და დაცვითი ზომები, ვიდრე აქტიური მასობრივი დათესვა. ქვემოთ იხილეთ , დათესვის რჩევები:

Find out which flowers, vegetables and fruits you can plant in April.

🏡 როგორ გავაშენოთ იდეალური გაზონი (ლისის ტბის უბნებში)​ბევრს ჰგონია, რომ ბალახის დათესვა ადვილია, მაგრამ თუ გსურთ ხალიჩა...
08/02/2026

🏡 როგორ გავაშენოთ იდეალური გაზონი (ლისის ტბის უბნებში)
​ბევრს ჰგონია, რომ ბალახის დათესვა ადვილია, მაგრამ თუ გსურთ ხალიჩასავით გაზონი და ნაკლები სარეველა, ეს გეგმა უნდა დაიცვათ:
​1. სარეველების დალოდება (თებერვალი - მარტის დასაწყისი)
ნუ იჩქარებთ დათესვას ტიტველ მიწაზე. დაელოდეთ პირველ სიმწვანეს. როგორც კი სარეველა ამოყოფს თავს, გამოიყენეთ ტოტალური ჰერბიციდი (მაგ: გლიფოსატი). ის ფოთლიდან ფესვამდე კლავს მცენარეს და მიწას სუფთას ტოვებს. 2 კვირაში ნიადაგი თავისუფალი იქნება ამ ტიპის ჰერბიციდის გავლენისგან..
​2. ნიადაგის მომზადება და „დაუთოება“
გადაბარულ მიწაზე ბალახი ხშირად ტალღოვანი ამოდის.
​ჯერ გაასწორეთ დონე.
​მერე გამოიყენეთ მძიმე სატკეპნი (ხელნაკეთიც შეიძლება: პლასტიკის 20-ლიტრიანი სველი ქვიშით სავსე ბოცა იდეალური დასატკებნად).
​დატკეპნილ მიწაზე ფოცხით მსუბუქად გადაიარეთ, რომ შეიქმნას 0.5 სმ-იანი ფხვიერი გრუნტი დათესვისთვის.
​3. დათესვა „ჭადრაკისებურად“
რომ არ დაგრჩეთ ცარიელი ადგილები, თესლი გაყავით ორად: პირველი ნახევარი დათესეთ ერთი მიმართულებით, მეორე ნახევარი — პერპენდიკულარული მიმართულებით. ასე ბალახი თანაბრად და მჭიდროდ ამოვა.
​4. თესლი დაფარეთ ქვიშით ან ტორფით
ლისის ქარმა თესლი რომ არ გაფანტოს:
​მოაყარეთ ზემოდან 0.5 სმ მდინარის ყვითელი ქვიშა ან ტორფი.
​კიდევ ერთხელ გადაატარეთ წყლიანი ბოცა (როლერი). ეს თესლს მიწაში „ჩაჭყლიტავს" და კონტაქტს გააუმჯობესებს.
​5. ბრძოლა ჭიანჭველებთან
ჭიანჭველები თესლის მთავარი მტრები არიან. ნუ დაუყრით შხამს პირდაპირ გაზონზე. დაუდეთ „დესერტი“ (შაქარი + ბორის მჟავა) ნაკვეთის გარეთ, მათ ბუდეებთან.
​6. მორწყვა და ლისის ქარი
სანამ ბალახი არ ამოვა, სპრინკლერებს (სარწყავ სისტემას) ხელით მორწყვა ჯობია (წვრილი შხაპით), რომ თესლი არ გადაირეცხოს. აპრილის წვიმები თქვენი მთავარი მოკავშირეა, მაგრამ ქარიან დღეებში ზედაპირი მუდმივად ნესტიანი უნდა გქონდეთ.
​✨ შედეგი: მაისის ბოლოს გექნებათ მკვრივი გაზონი, ბალახის 2-3 მოჭრის შემდეგ (პირველი ბალახი ამოვა (10-14 დღეში) რომელიც თავადვე დაჩაგრავს ქარის მოტანილ სარეველებს!

P.S. შეეგუეთ, ლისის ქარიან უბნებში, სარეველასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია !!!

მოასწარი სარწყავი სისტემიდან წყლის დაცლა ყინვების დაწყებამდე? იხილე საინტერესო რჩევენი youtube ვიდეოში - ეს მოგცემს შესა...
05/01/2026

მოასწარი სარწყავი სისტემიდან წყლის დაცლა ყინვების დაწყებამდე? იხილე საინტერესო რჩევენი youtube ვიდეოში - ეს მოგცემს შესაძლებლობას გაუფრთხილდე შენს სისტემას ზამთარში და თავიდან აიცილო მისი განახლება გაზაფხულის დადგომისას -

Drip Irrigation Winterizing — Don’t Skip This! Most gardeners make this harder than it needs to be. These quick, easy steps protect your system before freezi...

ზამთარში ბევრი თვლის, რომ მცენარეებს „სძინავთ“ და აღარ ღირს მათზე ზრუნვა. სინამდვილეში ზუსტად ყინვის დროს საჭიროა მიხედო...
05/01/2026

ზამთარში ბევრი თვლის, რომ მცენარეებს „სძინავთ“ და აღარ ღირს მათზე ზრუნვა. სინამდვილეში ზუსტად ყინვის დროს საჭიროა მიხედო მცენარის ფესვებს, რათა გაზაფხულზე ჯანმრთელად აღმოცენდნენ.

📌 პატარა ბაღში მცენარეების ზამთრის დაცვა ხშირად მარტივი მეთოდებითაც არის შესაძლებელი:
✔️ ფოთლების, ჩალის ან სხვა ორგანული მასალის ფენის დაგება მიწაზე. ეს გარკვეულ წილად იცავს ფესვებს ყინვისგან.
✔️ ნაზი მცენარეებისთვის შეგიძლია გამოიყენო ფანჩატურის ან მარტივი სათბურები, რომლებიც ატარებენ ჰაერს, მაგრამ იცავენ ყინვისგან (არა ძლიერი ყინვისგან)
✔️ ცალკეული ქოთნების მცენარეები შეგიძლია თბილ ადგილას გამოაზამთრო ან თუნდაც მარტივად შეფუთო

📖 სრული ინფორმაცია და რჩევები იხილე სანდრო წყაროზე, აი აქ:
👉 https://www.gardenersworld.com/plants/quick-ways-to-protect-plants-from-frost/

BBC Gardeners World Magazine

ზამთარი არა დასვენების, არამედ გაზაფხულისთვის მზადების დროა. 🌱

Keep tender and young plants protected from chilly winter temperatures with these tips.

Address

103 Fermtserta Street
Tbilisi
0186

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gardens at Lisi • ბაღები ლისზე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share