საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება / Architects Society of Georgia

  • Home
  • საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება / Architects Society of Georgia

საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება / Architects Society of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება / Architects Society of Georgia, Architectural Designer, P. Melikishvili #20, Wine Factory Building, .

დავით გიორგაძის შენობა ყვარლის ტბაზე არქდეილის ფინალისტებშია!დაუჭირეთ მხარი - https://shorturl.at/LksA1Photo: grigorisol...
14/02/2026

დავით გიორგაძის შენობა ყვარლის ტბაზე არქდეილის ფინალისტებშია!

დაუჭირეთ მხარი - https://shorturl.at/LksA1

Photo: grigorisolkolinky

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა. ვაგრძელებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ, მტკიცე ბრძოლ...
26/10/2025

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა. ვაგრძელებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ, მტკიცე ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე!

https://m.facebook.com/events/1496553924728489/

‘საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება’ და არქიტექტორები ვუერთდებით კულტურის მარშს 26 მაისს, 16:00 საათზე, ფილარმონიიდან.
25/05/2025

‘საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება’ და არქიტექტორები ვუერთდებით კულტურის მარშს 26 მაისს, 16:00 საათზე, ფილარმონიიდან.

2025 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს თანმდევ გამოფენაზე ‘NO DOUBT ABOUT IT’ – TIMM Architecture-მ წარმოადგინა ინსტალ...
20/05/2025

2025 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს თანმდევ გამოფენაზე ‘NO DOUBT ABOUT IT’ – TIMM Architecture-მ წარმოადგინა ინსტალაცია რომელიც ეყრდნობა თბილისის აივნების ევოლუციის მრავალწლიან კვლევას. პროექტი წარმოადგენს საცხოვრებელი არქიტექტურის ტიპოლოგიურ პროტოტიპს, რომელიც სტუდიის მიერ მუშავდება ბაგების ტერიტორიაზე და ასახავს აივნის როგორც სივრცის სოციალურ და კულტურულ როლს.

ინსტალაცია წარმოდგენილია Palazzo Contarini Polignac-ის ისტორიულ სივრცეში. კვლევაში გამოკვეთილი ხუთი საცხოვრებელი ქცევითი მოდელის საფუძველზე, პროექტი სვამს შეკითხვას — შესაძლებელია თუ არა მათი ინტეგრაცია თანამედროვე საცხოვრებელ სტრუქტურაში?

‘საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების’ წევრი TIMM Architecture დაარსდა 2016 წელს და მას ნიკოლოზ ლეკვეიშვილი ხელმძღვანელობს.

10 მაისს ვენეციის 19-ე არქიტექტურული ბიენალე ოფიციალურად გაიხსნა. Arsenale-ში, მთავარ გამოფენაზე კურატორ Carlo Ratti- ს ...
12/05/2025

10 მაისს ვენეციის 19-ე არქიტექტურული ბიენალე ოფიციალურად გაიხსნა. Arsenale-ში, მთავარ გამოფენაზე კურატორ Carlo Ratti- ს სექციაში წარმოდგენილია ქართული არქიტექტურული სტუდია იდააფ არქიტექტორების ინსტალაცია ‘ალიზი’.

‘ალიზი’ მიწით მშენებლობის უძველეს ქართულ ტრადიციას აღადგენს თანამედროვე, მოდულარული აგურებით IAS და IAM. მიწის ფერები ბუნებრივია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა მოპოვებული.

‘საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების’ წევრი იდააფ არქიტექტორები 2016 წელს დაარსდა და მას ნანა ზაალიშვილი ხელმძღვანელობს.

არქიტექტურული სტუდია 𝗸𝗲𝗿𝗮 ლისაბონის ტრიენალეს Millennium bcp Début Award 2025-ის 20 არჩეულ მონაწილეს შორისაა! Trienal de...
02/05/2025

არქიტექტურული სტუდია 𝗸𝗲𝗿𝗮 ლისაბონის ტრიენალეს Millennium bcp Début Award 2025-ის 20 არჩეულ მონაწილეს შორისაა!
Trienal de Arquitectura de Lisboa

Début Award მსოფლიოს გარშემო 40 წლამდე ასაკის არქიტექტორებს გამოარჩევს და მათ პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

“საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების” წევრი 𝗸𝗲𝗿𝗮 თბილისში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდიაა და აერთიანებს სამ წევრს: სანდრო ბახტაძე, კოტე გუნია და ბექა გუჯეჯიანი.

ფოტო: გიორგი მამასახლისი

მეტი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://www.instagram.com/p/DHyJkd5sli4/?igsh=N3QwNzV5YXVuYm1z

საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა პირველადი პროფესიული კავშირისა [IPUGAU] და საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების ...
03/04/2025

საქართველოს არქიტექტორთა და ურბანისტთა პირველადი პროფესიული კავშირისა [IPUGAU] და საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების [სას] ორგანიზებით 6 აპრილს შედგება არქიტექტორებისა და ურბანისტების საერთო შეხვედრა.

პირველ შეხვედრაზე გაგაცანით პროფკავშირებისა და სასის ძირითადი მიზნები და სამომავლო გეგმები. ახლა კი გთავაზობთ შევიკრიბოთ და ერთად ვიმსჯელოთ სამომავლო ნაბიჯებზე, განვიხილოთ მიმდინარე პროცესები და გავაზიაროთ მოსაზრებები.

შეხვედრაზე გეპატიჟებით არქიტექტორებს, ურბანისტებს და აღნიშნული სპეციალობების სტუდენტებს.

გელოდებით 6 აპრილს, 17:00-ზე თეატრ “ჰარაკი”-ში.
მის: პ.მელიქიშვილის N20, ღვინის ქარხნის შენობა.

უწყვეტი სახალხო პროტესტის მე-100 დღეს, 7 მარტს, 18:00 საათზე მერიის წინ გაიმართება არქიტექტორთა საპროტესტო აქცია-მსვლელო...
06/03/2025

უწყვეტი სახალხო პროტესტის მე-100 დღეს, 7 მარტს, 18:00 საათზე მერიის წინ გაიმართება არქიტექტორთა საპროტესტო აქცია-მსვლელობა. მსვლელობა მოეწყობა თბილისის მერიიდან თსუ-ს მიმართულებით, სადაც შეუერთდება საერთო მარშს რუსთაველისკენ.

ისევ ვიკრიბებით დღეს არსებული რეპრესიული რეჟიმის საპასუხოდ და იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს.

ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას, მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს! შეწყდეს რეორგანიზაციის სახელით წარმოებული რეპრესიები თბილისის მერიაში!

მოგიწოდებთ კოლეგებს, არქიტექტორებს და დარგის სპეციალისტებს, რომ შემოგვიერთდეთ ერთიანი აზრის გასახმოვანებლად იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და მომავალს!

#ძალაერთობაშია

“საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების” [სას] ორგანიზებით 4 თებერვალს, 19:00-ზე შედგება არქიტექტორებისა და ურბანისტების ...
30/01/2025

“საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების” [სას] ორგანიზებით 4 თებერვალს, 19:00-ზე შედგება არქიტექტორებისა და ურბანისტების საერთო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია მიმდინარე პროცესების განხილვა და შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში ჩვენი პროფესიების როლის შესახებ დისკუსიის გამართვა.

შეხვედრა შედგება თეატრ “ჰარაკი”-ში.
მის: პ. მელიქიშვილის #20, ღვინის ქარხნის შენობა.

Address

P. Melikishvili #20, Wine Factory Building

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება / Architects Society of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed Contractor?

Share