მცენარეების მოვლა Cozy Garden Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მცენარეების მოვლა Cozy Garden Georgia

მცენარეების მოვლა Cozy Garden Georgia გთავაზობთ მცენარეების დარგვის და მოვლის მომსახურებას.

ქრიზანთემა მრავალწლივანი ბუჩქოვანი მცენარეა. ის ბუნებრივ პირობებში შემოდგომით  ყვავილობს. მისი 180 სახეობა არსებობს.   ი...
11/12/2024

ქრიზანთემა მრავალწლივანი ბუჩქოვანი მცენარეა. ის ბუნებრივ პირობებში შემოდგომით ყვავილობს. მისი 180 სახეობა არსებობს. ის სიმაღლეში 15-150 სმ აღწევს. არის სინათლის მოყვარული მცენარე და უყვარს წყალი. ეცადეთ მიწა სრულად არ გამოუშროთ. იმისთვის რომ ქრიზანთემა ლამაზად დაიბუჩქოს და იყვავილოს უკეთესად, ყვაილობის დასრულებისთანავე გასხალით. აქტიური ზდის პერიოდში გაზაფხულიდან სასურველია მიეწოდოს უნივერსალური სასუქი. ეს ხელს შეუწყობს მის უხვ ყვავილობას. ნიადაგი სასურველია იყოს მაღალი მჟავიანობის და თუ ქოთანში გაქვთ ქრიზანთემა გადარგოთ წელიწადში ერთხელ ადრე გაზაფხულზე, სანამ ყვავილობას დაიწყებს. ქრიზანთემას გამრავლება შესაძლებელია ბუჩქის გაყოფით ან დაკლამებით .

ფოტინია არის მრავალწლოვანი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ახალი ფოთლები წითელი და...
01/12/2024

ფოტინია არის მრავალწლოვანი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ახალი ფოთლები წითელი და პრიალა აქვს, გვიან შემოდგომაზე კი ნელნელა მწვანდრბა. ხოლო შემოდგომას ისევ წითელ შეფერილობას უბრუნდება. არის ყინვაგამძლე და ეგუება ყველანაირ პირობებს. ფოტინია ყვავილობას იწყებს გვიან გაზაფხულზე თეთრი ყვავილებით, რის შემდეგაც ისხავს პატარა წითელ ვაშლისმსგავს ნაყოფს. ჯუჯა ფოტინიები იზდება 2 მეტრამდე, დიდი კი 5-7 მეტრს. ის გამოიყენება როგორც ცალკემდგომი ასევე ჯგუფურ ნარგავებში და კეთდება შესანიშნავი ცოცხალი ღობე. კარგად იზდება ასევე ქოთანშიც. ფოტინიას არ უყვარს ზედმეტი წყალი და სასურველია იყოს ჩარგული კარგად დრენაჟირებად ნიადაგში. მცენარე სასუქის მიმართ არაამომთხოვნია, მაგრამ კარგი იქნება თუ წელიწადში ერთხელ ვეგეტაციის პერიოდში მივცემთ უნივერსალურ სასუქს. მცენარის გასხვლა სასურველია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე , რაც ხელს შეუწყობს მცენაის ფორმირებას და ახლაი ნაზარდის წარმოქმნას.

ორქიდეა ტროპიკული მცენარეა. ისინი ბუნებრივ პირობებში ფესვით ხეებზე არიან მიმაგრებული და ყველა საჭირო ნივთიერბას ჰაერიდან...
01/12/2024

ორქიდეა ტროპიკული მცენარეა. ისინი ბუნებრივ პირობებში ფესვით ხეებზე არიან მიმაგრებული და ყველა საჭირო ნივთიერბას ჰაერიდან იღებენ. შესაბამისათ სახლში მათ გაზრდას განსაკუთრებული პირობები სჭირდება. მისთვის კომფორტულია ოთახის დასავლეთი ან აღმოსავლეთი მხარე, სადაც ბევრი სინათლეა, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. ასევე არუყვარს ხშირი გადადგილება და სიცივე. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა +17_ 25 გრადუსია. ორქიდეა ირწყვება წყალში ჩადების მეთოდით, ისე რომ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს. წყალი უნდა იყოს ნელთბილი და ვაჩერებთ 15-20 წუთით, სანამ ფესვები ფერს არ შეიცვლის რუხიდან მწვანე ფერზე. ამ პროცედურას ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ. ასევე კარგია ფოთლების ნოტიო ღრუბლით გაწმენდა. აქტიური ზდის პერიოდში სასუქი ჭირდება ორ კვირაში ერთხელ. გადარგვის და ყვავილობის დროს სასუქს არ ვაძლევთ. როდესაც ყვავილების ღერო სულ გამუქდება და ყვავილს დაყრის უნდა გადაიჭრას ძირიდან ორ სანტიმეტრზე. გადარგვა ხდება ყვავილობის დასრულების შემდეგ, სპეციალურ ორქიდიის სუპსტრაქტში.

პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი:  მისი სამშობლო მექსიკაა. ამ მცენარის მთავარი ხიბლი მისი ფოთლების ფორმა და შეფერილობაა...
30/11/2024

პუანსეტია, იგივე შობის ვარსკვლავი: მისი სამშობლო მექსიკაა. ამ მცენარის მთავარი ხიბლი მისი ფოთლების ფორმა და შეფერილობაა. არსებობს წითელი, რძისფერი, ჟოლოსფერი, ვარდისფერი, თეთრი და იასამნისფერი პუანსეტიები. მათშორის ყველაზე მოთხოვნადი წითელია. პუანსეტიასთვის ოპტიმალური ტემპერატურა ოთახში +20 გრადუსია, ხოლო ქვედა ზღვარი +14 გრადუსი. მას ნათელი გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მცენარის ყვავილობისას გადარგვა, მას ძალიან სუსტი ფესვები აქვს. რაც შეეხება მორწყვას: მორწყეთ ნადგომი წყლით, როცა ნახავთ რომ გრუნტი უკვე კარგად გამომშრალია. მოვლის წესები: დაყვავილების შემდეგ რადიკალურად ვკრიჭავთ დაახლოებით 1/3_ს ვტოვებთ. ამდროს პუანსეტია მოსვენების პერიოდში გადადის, რომელიც დახლოებით სამი ოთხი კვირა გძელდება და ამდროს არ ვრწყავთ. გადაგვაქვს ნაკლებათ განათებულ გრილ ოთახში. როგორცკი გამოიტანს ახლა კვირტებს გადაგვაქვს ახალ სუფსტრაქტში და ვიწყებთ მორწყვას. იმისთვის რომ ფოთლები გაუწითლდეს, შობამდე 40 დღით ადრე პუანსეტიას დღის ხანგძლივობა უნდა შეუმცირდეს 8-10 საათით. (მზის შუქი უნდა ხვდებოდეს მხოლოდ 8-10 საათით)

14/10/2024
გთავაზობთ მცენარეების მოვლის მომსახურეობას.  გასხვლას, ფორმირებას, შეწამვლას, დარგვას ...   577 619 615
09/10/2024

გთავაზობთ მცენარეების მოვლის მომსახურეობას. გასხვლას, ფორმირებას, შეწამვლას, დარგვას ... 577 619 615

05/10/2024

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მცენარეების მოვლა Cozy Garden Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category