Design By Me / Victoria

Design By Me / Victoria Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Design By Me / Victoria, Architectural Designer, Tbilisi.

გიზიარებთ 115 კვ.მ ბინის ინტერიერის დიზაინს, რომელიც და-ძმის კომფორტული ცხოვრებისთვის დაიგეგმა. პროექტის მთავარი ამოცანა...
06/05/2026

გიზიარებთ 115 კვ.მ ბინის ინტერიერის დიზაინს, რომელიც და-ძმის კომფორტული ცხოვრებისთვის დაიგეგმა. პროექტის მთავარი ამოცანა იყო ფუნქციური ზონირება, სიმსუბუქე და ჰარმონია, სადაც თითოეულ სივრცეს საკუთარი ხასიათი აქვს, მაგრამ მთლიანობაში ერთიან და დაბალანსებულ გარემოს ქმნის.
ბინა მოიცავს:
▫️ ნათელ და მყუდრო მისაღებ ოთახს;
▫️ ცალკე მდებარე სამზარეულოს;
▫️ ორ ინდივიდუალურ საძინებელს;
▫️ აბაზანას;
▫️ კაბინეტს;
▫️ სრულფასოვან საგარდერობე ოთახს.
ინტერიერში აქცენტი გაკეთებულია სუფთა ხაზებზე, ბუნებრივ ტონალობებზე და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 🤍
როგორ მოგწონთ ეს სივრცე?

პროექტი - ბეთანიაფართი - 195 მ²ეს 2-სართულიანი სახლი მდებარეობს ჩრდილოეთის ხედით, რაც ინტერიერის დაგეგმვის პროცესში განს...
24/04/2026

პროექტი - ბეთანია
ფართი - 195 მ²

ეს 2-სართულიანი სახლი მდებარეობს ჩრდილოეთის ხედით, რაც ინტერიერის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის. სწორედ ამიტომ, დიზაინის მთავარი ამოცანა იყო სივრცეში სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნების შექმნა ნათელი, ჰარმონიული ფერების დახმარებით.

შედეგად მივიღეთ მშვიდი, ნათელი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და მყუდროს ხდის. 🌿

საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტი | დიდი დიღომიინტერიერის დიზაინის ეს პროექტი შექმნილია ოჯახისთვის - მშობლ...
16/04/2026

საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინის პროექტი | დიდი დიღომი

ინტერიერის დიზაინის ეს პროექტი შექმნილია ოჯახისთვის - მშობლებისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვისთვის. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დიდ დიღომში და წარმოადგენს ორსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეს, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 184 კვ.მ-ს.

დამკვეთის მთავარი სურვილი იყო ღია, დამამშვიდებელი და ჰარმონიული ფერთა პალიტრა, რომელიც შექმნიდა თბილ, ნათელ და კომფორტულ გარემოს ყოველდღიური ცხოვრებისთვის. დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი ტექსტურები, ნეიტრალური ტონები და რბილი განათების სცენარები, რაც სივრცეს ანიჭებს სიმყუდროვესა და თანამედროვე ესთეტიკას.

🏡 ინტერიერის დიზაინის პროექტი📍 ლოკაცია: ვაზისუბანი📐 ფართი: 60 კვ.მეს პროექტი შექმნილია წყვილისთვის, რომელიც ამჟამად საზღ...
06/04/2026

🏡 ინტერიერის დიზაინის პროექტი
📍 ლოკაცია: ვაზისუბანი
📐 ფართი: 60 კვ.მ

ეს პროექტი შექმნილია წყვილისთვის, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და საკუთარ მომავალ სახლს საქართველოში გეგმავს - სივრცეს, სადაც დაბრუნების შემდეგ კომფორტულად და მშვიდ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას.

60 კვადრატულ მეტრში მთავარი ამოცანა იყო ფუნქციური დაგეგმარების შექმნა, სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და თბილი, ჰარმონიული გარემოს ფორმირება. ინტერიერში გამოყენებულია ნეიტრალური ფერები, ბუნებრივი ტექსტურები და თანამედროვე, დახვეწილი დეტალები, რომლებიც ქმნის მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს.

ქობულეთში, ზღვისპირა ქალაქში მდებარე 32 კვ.მ აპარტამენტის პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი იყო მცირე ფართის მაქსიმალურ...
30/03/2026

ქობულეთში, ზღვისპირა ქალაქში მდებარე 32 კვ.მ აპარტამენტის პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი იყო მცირე ფართის მაქსიმალურად, ფუნქციურად ათვისება და მშვიდი, ნეიტრალური ტონების გამოყენებით ნათელი და კომფორტული გარემოს შექმნა. 🌊

პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სივრცის სწორ ორგანიზებას, რათა თითოეულ ზონას ჰქონოდა თავისი ფუნქცია და ამავე დროს შენარჩუნებულიყო სივრცის სიმსუბუქე და ჰარმონია.

შედეგად მივიღეთ მყუდრო, პრაქტიკული და ესთეტიკურად გაწონასწორებული ინტერიერი, რომელიც სრულად პასუხობს ზღვისპირა აპარტამენტის განწყობას. 🏡

ინტერიერის დიზაინი: Design By Me / Victoria

🏡 იყიდება ახალი, უცხოვრებელი ბინა ისანში📍 მდებარეობა - ისანი | ორთაჭალა გეითი📐 ფართი - 45,5 კვ.მ.თეთრი კარკასიდან სრულად...
20/02/2026

🏡 იყიდება ახალი, უცხოვრებელი ბინა ისანში
📍 მდებარეობა - ისანი | ორთაჭალა გეითი
📐 ფართი - 45,5 კვ.მ.

თეთრი კარკასიდან სრულად დასრულებულ, საცხოვრებელ სივრცემდე ✨
პროექტი შესრულებულია ფუნქციური დაგეგმარებით, პრემიუმ ხარისხის მასალებითა და გააზრებული დეტალებით, რომელიც მცირე ფართშიც ქმნის მაქსიმალურ კომფორტს და ესთეტიკას.

✨ ჩემს მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი 80 კვ/მ ფართისთვის ✨ეს პროექტი შექმნილია უსაყვარლესი ოჯახისთვის, რომლებიც ძალიან...
16/08/2025

✨ ჩემს მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი 80 კვ/მ ფართისთვის ✨
ეს პროექტი შექმნილია უსაყვარლესი ოჯახისთვის, რომლებიც ძალიან შორს არიან სამშობლოსგან, თუმცა მაინც სურდათ, თავიანთი ახალი ბინა სითბოთი და სიმყუდროვით გაელამაზებინათ.

მოხარული ვიქნები, თუ შემაფასებთ როგორი გამოვიდა მათი ბუდე ჩემი ხედვით შექმნილ დიზაინში? 💛

✨ გაგიზიარებთ 35 კვ.მ ფართობის ინტერიერის დიზაინ პროექტს, რომელიც მოიცავს სამზარეულოს და კაბინეტის+სტუმრის ოთახის ზონას....
12/08/2025

✨ გაგიზიარებთ 35 კვ.მ ფართობის ინტერიერის დიზაინ პროექტს, რომელიც მოიცავს სამზარეულოს და კაბინეტის+სტუმრის ოთახის ზონას.
ამოცანა იყო - შეგვექმნა თბილი და თანამედროვე გარემო ხისფერისა და ბეჟის ჰარმონიული კომბინაციით .
ბინის მფლობელები სტუმართმოყვარე ადამიანები არიან, ამიტომ სივრცე დავაპროექტეთ ისე, რომ კომფორტულად მოთავსდნენ მეგობრებისა და ოჯახის შეკრებების დროს.
ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედი, რაც დიზაინის შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა. 🌿🏙️

🍷✨ ინტერიერი, რომელიც მოგზაურობას იწყებს ღვინის სურნელითა და ტრადიციული ქართულით…ეს რესტორანი შეიქმნა ერთი უძვირფასესი ქ...
27/07/2025

🍷✨ ინტერიერი, რომელიც მოგზაურობას იწყებს ღვინის სურნელითა და ტრადიციული ქართულით…

ეს რესტორანი შეიქმნა ერთი უძვირფასესი ქართველი წყვილისთვის - მათთვის, ვისაც სურს ქართული სული და გული გადმოიტანოს სულ სხვა კონტინენტზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მჯერა, ამ სივრცეში თითოეული სტუმარი იგრძნობს იმ სითბოს, რაც საქართველოდანაა წამოსული.

წარმატებას ვუსურვებ ამ ქართულ წამოწყებას – სითბოს, სტუმართმოყვარეობისა და ხასიათის გაგრძელებას.

ყოველი დეტალი: შუშის ქილებში შენახული კომპოტები, ძველი ღვინის ბოთლები, მუქი ხის ფაქტურები და თბილი განათება - ერთ მთლიან სურათად იქცევა, რომელიც სუფრის ირგვლივ ტირალებს.

💼 ინტერიერის დიზაინი: Victoria
🌍მდებარეობა: Texas

აპარტამენტი "არქი ისანი".64,5 კვ/მ სივრცის დაგეგმარება და 3D ვიზუალიზაცია.სივრცე განკუთვნილია გასაქირავებლად.
22/06/2025

აპარტამენტი "არქი ისანი".

64,5 კვ/მ სივრცის დაგეგმარება და 3D ვიზუალიზაცია.

სივრცე განკუთვნილია გასაქირავებლად.

Address

Tbilisi
0144

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Design By Me / Victoria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share