Klimat Service Group

Klimat Service Group ყველაფერი მარტივია ჩვენთან ერთად

03/08/2025

Product/service

24/11/2024

📣 თბური ტუმბო - ეკონომიური წლის ნებისმიერ სეზონზე

თბური ტუმბო წარმოადგენს აირკომპრესიულ სამაცივრო დანადგარს, რომელიც შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან: 👇
• კომპრესორი;
• კონდენსატორი (თბომცვლელი);
• გამაფართოებელი ვენტილი;
• ამაორთქლებელი(თბომცვლელი).

თბური ტუმბოს გამოყენების სტანდარტული ობიექტები 👇
• საცურაო აუზები • აგარაკები, კოტეჯები • ბინები • სასტუმროები, რესტორნები
• საოფისე-სავაჭრო ცენტრები • საწარმოო ნაგებობები • აკვაპარკები • სკოლები, საბავშვო ბაღები"

👌უპირატესობები
☑ ეკონომიურობა-გათბობის სისტემაში 1 კვტ.სთ თბური ენერგიის მისაწოდებლად დანადგარი დახარჯავს სულ რაღაც 0,2-0,35 კვტ.სთ ელექტროენერგიას. თბური ენერგიის გარდაქმნა ელექტრო ენერგიად დიდ თბოელექტროსადგურებში ხდება 50%-მდე მ.ქ.კ-ით.
თბური ტუმბოების გამოყენებისას ეფექტურობა იზრდება - ტრიგენერაციის (ელექტროენერგიის, სითბოს და სიცივის წარმოება)

☑ შესაძლებლობა, გადავრთოთ ზამთრის გათბობის რეჟიმი ზაფხულის კონდიცირების რეჟიმზე: უბრალოდ რადიატორების ნაცვლად გარე
კოლექტორს უერთდება ფან-კოილები ან სისტემა „ცივი ჭერი“.
☑ ასევე, შესაძლებელია იატაკის გათბობის დაერთება.

22/12/2021

მოგესალმებით , გვინდა მოგახსენოთ რომ 2022 წლიდან ჩვენმა კომპანიამ - KLIMAT SERVICE GROUP-მა გაფართოვა საქმიანობა:
შემდეგი წლიდან შეგვეძლება შემოგთავაზოთ შემდეგი სერვისები:
⚫️არქიტექტურა ( სრული პროექტირება ).
⚫️ინჟინერია ( სრული პროექტირება ).
⚫️ინტერიერის დიზაინი სრულად ავეჯითა და აქესუარებით.
⚫️ ალტერნატიული ენერგია ( მზის ენერგია, გენერატორები და UPS-ბი)
⚫️HVAC-ი ( გათბობა-გაგრილება-კონდენცირება. )
⚫️სახანძრო უსაფრთხოება (სრულად).
⚫️წყალმომარაგება (სრულად).
⚫️ელექტროობა (სრულად) .
2022 წლიდან ჩვენი კომპანია გაფართოვდა და ბაზარზე შეგხვდებათ KS GROUP-ის სახელით.

დაგვიკავშირდით:

📱 577 750 650; 511 13 22 22

📠 032 2 770 770

💻 [email protected] ; [email protected]

ყველაფერი მარტივია ჩვენთან ერთად

15/12/2021

ვაკანსია ინჟინერ-დამპროექტებელის (მხაზავი) პოზიციაზე. საძანძო, ჰიდრავლიკის და წყალმომარაგების მიმართულებით.
ხელფასი მინიმალური 500 ლარი, დანარჩენი არის გამომუშავებაზე პროექტების მიხედვით.

03/12/2021

გვესაჭიროება სახანძრო სისტემების და წყალმომარაგების სპეციალისტები, დეტალებისთვის დაგვიკავშირდით პირადში ან ნომერზე: 577750650

03/12/2021

ვაკანსია გათბობა-კონდენცირების და ვენტილაციის სპეციალისტებზე

❓ ხშირად გვეკითხებიან რა განსხვავება არის ინვერტერიან და არა ინვერტერიან კონდენციონერებს შორის.  დაბლა მოცემულია ინფორმა...
17/06/2021

❓ ხშირად გვეკითხებიან რა განსხვავება არის ინვერტერიან და არა ინვერტერიან კონდენციონერებს შორის. დაბლა მოცემულია ინფორმაცია მათ შორის განსხვავებაზე, რომ უკეთ შეძლოთ თქვენთვის სასურველი არჩევანის გაკეთება ☺️

🔵 კომპრესორის აგრეგატი

მთავარი განსხვავება ინვერტერიან კონდენციონერსა და არა ინვერტერიანს შორის არის ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატის ცვლადი სიჩქარის კომპრესორი, (აგრეგატი.კომპრესორი არის კონდენციონერის აგრეგატის ის ნაწილი რომელიც მაცივებელ აირს კუმშავს თხევად ფორმაში.
როდესაც ეს ხდება, მაცივებელი იწყებს გაგრილებას, რაც წარმოქმნის გრილ ჰაერს რომელიც არეგულირებს ოთახის ტემპერატურას) რომელიც არეგულირებს მაგრილებელ ნაკადს მუშაობის სიმძლავრის გასაკონტროლირებლად, საჭიროებისდა მიხედვით. იყენებს ცვლად სიხშირის სენსორს ძრავის სიჩქარის დასარეგულირებლად, რაც არეგულირებს მაგრილებელ ნაკადს აგრეგატის შიგნით ზუსტად სასურველი ტემპერატურის უზრუნველსაყოფად. ეს ამცირებს ხშირ ჩართვა-გამორთვის პროცესს. ინვერტერიანი კონდენციონერები მუშაობენ კონტროლირებადი კომპრესორის აგრეგატით. როდესაც გათბობა ან გაგრილება გვსურს, კომპრესორი მუშაობს უფრო მძლავრად და თანდათანობით სასურველ ტემპერატურასთან მიახლოვებასთან ერთად უკლებს სიმძლავრეს. მუშაობს მუდმივად მაგრამ არა სრული დატვირთვით ყოველთვის, როგორც ეს არა ინვერტერიანი კონდენციონერის შემთხვევაშია.
არა ინვერტერიან კონდენციონერის აგრეგატს აქვს ფიქსირებული კომპრესორის ძრავა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპრესორი ავტომატურად ირთვება და ითიშება იმის მაგივრად რომ მუშაობდეს საჭირო სიმძლავრით. რადგანაც არ აქვს კომპრესორის კონტროლის ფუნქცია, მუშაობს ან სრული სიმძლავრით ან საერთოდ არა; ოთახის სასურველი ტემპერატურის ყოველი დაწევა-აწევისას ირთვება ახლიდან და მუშაობს სრული სიმძლავრით, სასურველი ტემპერატურის მიღწევისას კი ითიშება. მარტივად რომ ვთქვათ, არა ინვერტერიანი კონდენციონერი მუშაობს ,,ან ყველაფერი, არ არაფერის'' პრინციპით.

🔵ენერგო ეფექტურობა

მეორე მთავარი განსხვავება ინვერტერიან და არა ინვერტერიან კონდენციონერს შორის არის ის თუ როგორ მუშაობენ ისინი ოთახის ტემპერატურაში. ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატში გათბობა-გაგრილება არის ავტომატური პროცესი რადგან აგრეგატში სენსორი არეგულირებს ენერგიის მოხმარებას ოთახის ტემპერატურის მიხედვით რაც ავტომატურად ამცირებს ელექტრო ენერგიის მოხმარებას და ხდის მას მეტად ენერგო ეფექტურს ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი. არა ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატი გადის მუდმივი ჩართვა-გამორთვის პროცესს რომ შეინარჩუნოს სასრუველი ტემპერატურა ოთახში რაც მას ხდის ნაკლებად ეკო-მეგობრულს.
რადგანაც ინვერტერიანი კონდენციონერი აკონტროლებს კომპრესორის სიჩქარეს და ცვლის ტემპერატურას საჭიროებისდა მიხედვით, ინვერტერიანი კონდეცნიონერი კარგი არჩევანია თუ გსურთ ელექტრო ენერგიის დაზოგვა, რადგან ენერგიის მოხმარებას ამცირებს. რა სისტემითაც არა ინვერტერიანი კონდენციონერი მუშაობს იწვევს ზედმეტ და არა საჭირო ენერგიის გამოყენებას და ხშირ შემთხვევაში გიწევთ ზედმეტის გადახდა გადასახადებში. ინვერტერიანი კონდენციონერი გეხმარებათ თვიურად ელექტრო ენერგიის დაზოგვაში და ამის გამო ინვერტერიანი კონდენციონერი მიიჩნევა გარემოსთვის უსაფრთხო სისტემად რადგან იყენებს 30-50% ით ნაკლებ ენერგიას ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი.

🔵ხმაური

ინვერტერიანი კონდენციონერის გათბობა-გაგრილების სიმძლავრე დამოკიდებულია ოთახის შიდა და გარე ტემპერატურაზე. რადგანაც კომპრესორი აგრეგატში არ ირთვება ისე ხშირად როგორც არა ინვერტერიან კონდენციონერში, მუშაობას განაგრძობს საშუალო ტემპერატურაზე მუდმივად, შედეგად არის ბევრად ჩუმი მუშაობისას. არა ინვერტერიანი კონდენციონერი ნაკლებად ეფექტურია ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმის გამო, შესაბამისად მუშაობისას ბევრად ხმაურიანია.

🔵ღირებულება

ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატი უახლოესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული რაც შესაბამისად ნიშნავს რომ მისი ღირებულება არა ინვერტერიანთან შედარებით მეტია. თუმცა, არა ინვერტერიანი კონდენციონერის დაყენება ალბათ ბევრად მეტი ღირებულების გამოდის, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინვერტერიანი კონდენციონერი მისი ელექტრო ენერგიის ეკონომიური მოხმარების შედეგად ზოგავს 30%-50% ელექტრო ენერგიის საფასურს და უკეთესი ძრავის სისტემის გამო ბევრად გამძლეა ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი.

🔵ტექნიკური პარამეტრები

ინვერტერიანი კონდენციონერი არის უფრო მორგებული და კომფორტული მისი კონტროლირებადი კომპრესორის სისტემის გამო. ინვერტერიანი კონდენციონერი მოერგება თქვენთვის სასურველ ტემპერატურას და დაარეგულირებს პროცესებს იმის მიხედვით თუ რას გრძნობს თერმოსტატი. ეს მოქნილობა ინვერტერიან კონდენციონერს უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი, რომელსაც აქვს ფიქსირებული, არა კონტროლირებადი სისტემა. თუმცა ზოგადად, ორივე, ინვერტერიანი და არა ინვერტერიანი კონდეციონერი კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს ოთახის გაგრილებაში.

📣 კონდინციონერები 699 ლარიდან✅ ღირებულებაში შედის სრული მომსახურება (მიტანა, მონტაჟი)თბილისი-რუსთავის ნებისმიერ წერტილში...
07/06/2021

📣 კონდინციონერები 699 ლარიდან
✅ ღირებულებაში შედის სრული მომსახურება (მიტანა, მონტაჟი)
თბილისი-რუსთავის ნებისმიერ წერტილში.
👇 დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე!!!
☎ 0322770770
📲 577750650
📲 514077070

📣 კონდინციონერები 699 ლარიდან✅ ღირებულებაში შედის სრული მომსახურება (მიტანა, მონტაჟი)საქართველოს ნებისმიერ წერტილში.👇 და...
16/04/2021

📣 კონდინციონერები 699 ლარიდან
✅ ღირებულებაში შედის სრული მომსახურება (მიტანა, მონტაჟი)
საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
👇 დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე!!!
☎ 0322770770
📲 577750650
📲 514077070

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577750650

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Klimat Service Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Klimat Service Group:

Share

კლიმატ სერვის ჯგუფი

2014 წლის 19 მაისიდან კლიმატ სერვის ჯგუფი აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. კლიმატ სერვის ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით.

ჩვენ ვახდენთ შემდეგი სისტემების ინსტალაციას:


  • გათბობა - მომსახურების სრული სპექტრი

  • კონდიცირება - მომსახურების სრული სპექტრი