Tiko Kratsashvili Art

Tiko Kratsashvili Art Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Tiko Kratsashvili Art, Painter, Tbilisi.

25/08/2026
„გზის ფერები“ | 2021ზოგჯერ ერთი ნამუშევარი ცხოვრების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტს ინახავს…ეს ნამუშევარი 2021 წელს...
10/08/2026

„გზის ფერები“ | 2021

ზოგჯერ ერთი ნამუშევარი ცხოვრების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტს ინახავს…

ეს ნამუშევარი 2021 წელს შევქმენი, როცა მართვის მოწმობა ავიღე. 🚦

მაშინ შუქნიშანი ჩემთვის მხოლოდ საგზაო სიმბოლო არ ყოფილა — ის გახდა გზის, მოძრაობის, არჩევანისა და ახალი ეტაპის სიმბოლო.

დღეს, წლების შემდეგ, ამ ნამუშევარს რომ ვუყურებ, ის პერიოდი და ემოცია ისევ მახსენდება.

06/08/2026

როცა დედა მხატვარია და შვილს მაღაზიაში ნაყიდი კი არა, საკუთარი შექმნილი პერსონაჟი აცვია.
ყველაფერი ერთი ჩანახატით დაიწყო…
ეს ჩემი საავტორო პერსონაჟია, რომელიც ჩემი შვილისთვის შევქმენი და შემდეგ მაისურის დიზაინად ვაქციე.❤️

07/07/2026

გაიყიდა

„ოჯახი“
ტილო • აკრილი
40 × 50 სმ

ეს საავტორო ნამუშევარი უკვე ახალ სახლშია.

გმადლობთ ჩემი ხელოვნების დაფასებისთვის.

24/06/2026
24/06/2026
“მზის პლენერ ფესტი • ჭიათურა“ ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა.ამ პლენერის ფარგლებში შექმნილი ჩემი ნამუშევარი...
16/05/2026

“მზის პლენერ ფესტი • ჭიათურა“ ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა.
ამ პლენერის ფარგლებში შექმნილი ჩემი ნამუშევარი გადაეცა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი-ს, რაც ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ხელოვნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ემოციაა, რომელიც დროს რჩება — და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნამუშევარიც ამ სივრცის ნაწილი გახდა.

მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის
“მზის პლენერ ფესტი • ჭიათურა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოგონება დარჩება ჩემს შემოქმედებით გზაზე.

“ქიზიყელი ქალი“ — გაყიდულია არსებობს ნამუშევრები, რომლებიც სახელოსნოში დიდხანს არ ჩერდებიან…„ქიზიყელი ქალი“ სწორედ ასეთი...
29/04/2026

“ქიზიყელი ქალი“ — გაყიდულია
არსებობს ნამუშევრები, რომლებიც სახელოსნოში დიდხანს არ ჩერდებიან…
„ქიზიყელი ქალი“ სწორედ ასეთი აღმოჩნდა.
ლიმნისფერ ფონზე გაშლილი ლურჯი სამოსი და ფიგურის დახვეწილი სილუეტი ქმნის სიმშვიდეს, სიღრმესა და იდუმალ სილამაზეს, რომელიც თვალს იჭერს და მეხსიერებაში დიდხანს რჩება.
ეს ტილო უკვე თავის ახალ სივრცეში აგრძელებს სიცოცხლეს — იქ, სადაც მისი ისტორია სხვა ფერებით გაგრძელდება.
❤️მადლობა ნდობისა და დაფასებისთვის.
ახალი ნამუშევრებისა და შეკვეთებისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებებში.
— Tinatin Kratsashvili Art
#ქიზიყელიქალი #ფერწერა #ხელოვნება #გაყიდულია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tiko Kratsashvili Art posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category